ავტორი:

აფხაზეთში რუსი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით, 18 წლის ადგილობრივი დააკავეს

აფხაზეთში რუსი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით, 18 წლის ადგილობრივი დააკავეს

აფხაზეთში 18 წლის ადგილობრივი ახალგაზრდა რუსი ტურისტის ძარცვისა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ედგარ აბუხბა, ე.წ. მილიციამ გალის რაიონის სოფელ სიდაში დააკავა.

აფხაზური მედიის ცნობით, მოქალაქემ დანაშაული 31 ივლისს, სოხუმში ჩაიდინა. მან რუსი ტურისტი გაიცნო, სასეირნოდ დაპატიჟა, შემდეგ კი გაძარცვა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სოხუმის მილიციის განყოფილებაში სატელეფონო შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმადაც, საავადმყოფოში მიიყვანეს 20 წლის გოგონა სხეულის მრავლობითი დაზიანებით.

გამოძიების ინფორმაციით, ედგარ აბუხბამ 31 ივლისის საღამოს, სოხუმის სანაპიროზე მიტოვებულ შენობაში შეიყვანა გოგონა, სადაც მასზე მუქარით იძალადა, შემდეგ კი მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა. საქმე ორი მუხლით - 126-ე და 158-ე მუხლებით აღიძრა, რაც გაუპატიურებასა და ქურდობას გულისხმობს.

ბრალდებული 2 აგვისტოს, გალის სოფელ სიდაში დააკავეს. საქმეს სოხუმის ე.წ პროკურატურა იძიებს.

აფხაზი ინტერნეტმომხარებლები abkhaz-auto.ru-ს გვერდზე წერენ, რომ დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს, "რადგან ქვეყნის იმიჯს აზიანებს". სხვების თქმით, ეს სეზონზე პირველი შემთხვევა არ არის, უბრალოდ 18 წლის აბუხბას "არ გაუმართლა" და დააკავეს. ისე კი, ვითომ სასეირნოდ წაყვანილი გოგონების, შემდეგ მათი გაძარცვის და ტყეში დატოვების არაერთი ფაქტის შესახებ სმენიათ.

აფხაზების ნაწილი წერს, რომ ზოგ შემთხვევაში მომხდარს სხვა წინაპირობები აქვს: რუსი გოგონები აქტიურობენ, შემდეგ კი ამბობენ, რომ ახლადგაცნობილმა აფხაზმა მათზე იძალადა. ისინი აბუხბას ქმედებას ასეთი კომენტარებით ეხმაურებიან:

"ახლა რუსულ მედიაში ახალი ტაღლა აგორდება, რომ აფხაზეთში რუს ტურისტებს აუპატიურებენ".

"რუსი გოგონა 20 წლისაა და აფხაზეთისკენ ის და მისი გარემოცვა აღარასდროს გამოიხედავს. ეს ფაქტი კიდევ ერთი წინაპირობა იქნება ტურისტების რიცხვის შემცირების. ასეთი ფაქტების მიუხედავად, რუსების დამოკიდებულება გვწყინს, როცა "ველურებს" გვეძახიან და ვაპროტესტებთ"

"აბუხბას ჩასვამენ, რამდენს მოიხდის, სხვა საქმეა, მაგრამ არ მგონია, ციხეში ამ ბრალდებით დაკავებულებს შორის პირველი იყოს... ასე რომ, თავის გატანა არ გაუჭირდება," - წერენ აფხაზები კომენტარებში.

აფხაზეთში საკურორტო სეზონი კვლავ უამრავი პრობლემის ფონზე მიმდინარეობს - ფასთან შედარებით დაბალი სერვისი, მწვავე კრიმინოგენული ვითარება, ნარკომანია, ძარცვა, ყაჩაღობა - ვითარების გამოსწორების გზები კი არ ჩანს...

"ქართველ ქურდებთან ახლობლობა ხაჯიმბას მთავარი შეცდომა იყო..." - ყოფილ პრეზიდენტს თანაგუნდელები განუდგნენ

რატომ შეელია პუტინი სურკოვს - რუსეთის პრეზიდენტმა უკრიანასა და აფხაზეთის რეგიონში თავისი "მარჯვენა ხელი" გაათავისუფლა

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?