ავტორი:

"სანამ ცხოველთა მონიტორინგიდან მოვიდოდნენ ეკიპაჟში მოკალათდა" - პატრულმა უპატრონო ლეკვი გადაარჩინა

"სანამ ცხოველთა მონიტორინგიდან მოვიდოდნენ ეკიპაჟში მოკალათდა" - პატრულმა უპატრონო ლეკვი გადაარჩინა

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე პატრულის თანამშრომლებმა ქუჩაში უპატრონოდ დარჩენილი ლეკვი სიკვდილს გადაარჩინეს. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელი "ფეისბუქზე" ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ლეკვი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა თავშესაფარში გადაიყვანეს.

"ეს პაწაწინა არსება ამიერიდან უსაფრთხოდ იქნება. ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა იპოვა. როგორც ჩანს დაიკარგა და ქალაქის ყველაზე დიდ ქუჩაზე სულ მარტო აღმოჩნდა. მოგეხსენებათ აღამაშენებლის ხეივანში როგორი ინტენსიური მოძრაობაა, კვირა და ნახევრად ცარიელი ქუჩები არ აისახება ამ გზაზე, ჰოდა ეს ლეკვუნია უშედეგოდ ცდილობდა გზის გადაჭრას, მანქანები კი ცდილობდნენ გვერდი აევლოთ, სწორედ ამ დროს შეამჩნიეს ბიჭებმა ეს შტერუკა და გადაარჩინეს საფრთხეს. უკვე კარგად იქნება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა წაიყვანეს. სანამ მოვიდოდნენ ეკიპაჟში მოიკალათა. ცოტა ვაპოზიორეთ, უსაყვარლესია",- წერს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ