ავტორი:

რას გიმზადებთ აგვისტო პირად ცხოვრებაში - "შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც განშორება აღარ მოგინდებათ"

რას გიმზადებთ აგვისტო პირად ცხოვრებაში - "შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც განშორება აღარ მოგინდებათ"

პირადი ცხოვრება თქვენთვის მნიშვნელოვანია? გსურთ, მზად დაუხვდეთ მოახლოებულ მოვლენებს? გთავაზობთ აგვისტოს სასიყვარულო ჰოროსკოპს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

ვერძი

მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. მეგობრებისგან შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც განშორება აღარ მოგინდებათ. დაქორწინებულებმა ერთად გაატარეთ შვებულება და მეორე თაფლობის თვე მოიწყვეთ. ნუ გაიხსენებთ წარსულ წყენას, ნუ დაუშვებთ ძველ შეცდომებს, თუ გსურთ, ურთიერთობაში ჰარმონიამ დაისადგუროს. ეცადეთ, მეტად მზრუნველი იყოთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

კურო

მარტოობა იმდენად მოსაწყენი მოგეჩვენებათ, რომ ყოფილ შეუყვარებულთან შერიგებაზეც კი დაფიქრდებით. ოჯახურ ცხოვრებაში სიკეთეს არ მოგიტანთ, თუ მუდამ უკმაყოფილო იქნებით მეუღლის საქციელით და გააკრიტიკებთ მას. ნუ ჩაერევით საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში თუ ის არ გთხოვთ. აგვისტოს ბოლოს ნუ გაუხსენებთ საყვარელ ადამიანს წარსულში ჩადენილ უსიამოვნებებს. ტყუპიიმ ადამიანთან დაიწყებთ რომანს, რომლის მიმართაც გულგრილი არ ხართ. შუა აგვისტოში არ დაუშვათ შეცდომები და თუ უკვე დაუშვით, ეცადეთ, აღარ გაიმეოროთ. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება არაორდინარული საქციელით გაგაოცოთ. თვის ბოლოს მეორე თაფლობის თვე დაგეწყებათ.

კირჩხიბი

თქვენი პირად ცხოვრება თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. თუ არ ჩაღრმავდებით პირად კომპლექსებში, იმ ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია. წარსულ შეცდომებზე მეუღლეს ყურადღეაბს ნუ გაუმახვილებთ. თვის ბოლოს პარტნიორთან ერთად წამოწყებული საქმიანობა კიდევ უფრო დაგაახლოებთ.

ლომი

მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა ელით. რომელიც სიყვარულით, დაუვიწყარი რომანით დასრულდება. შეიძლება იმ ადამიანთან აღადგინოთ კავშირი, ვისაც ადრე იცნობდით. თუ შვილზე ოცნებობთ, აგვისტო კარგი თვეა ჩასახვისთვის.

ქალწული

იქნებ, ჯობია, რომ ყურადღება მიაქციოთ იმ ადამიანს, ვინც დიდი ხანია თქვენ გვერდითაა. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაქრა. დაქორწინებულებმა ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ერთად. საერთო საქმიანობა კიდევ უფრო დაგაახლოებთ. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მეუღლის შეცდომებზე. შუა აგვისტოში თქვენს პირად საქმეებში შეიძლება მესამე ადამიანი ჩაერიოს. თვის ბოლოს აქტიურად დაიწყეთ თქვენი მომავლის შენება...წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს