ავტორი:

ბათუმში 25 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შსს-ს კომენტარი

ბათუმში 25 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შსს-ს კომენტარი

შსს-მ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდის დაჭრასთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა.

რაც შეეხება 25 წლის ბიჭს, რომელიც ფეხის არეში დაჭრილი იყო, მან კლინიკა უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 25 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ქართველებსა და არაბ ტურისტებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

„ბათუმში, ღამით გორგილაძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციამ დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - განაცხადეს შსს-ში.

კადრები, რომელშიც "ქართული ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში მისდევს მოქალაქეს - რას აბობს შსს?

ოლიმპიური ჩემპიონი და ექსდეპუტატი ზვიად ზვიადაური დაჭრეს - რა მოხდა ახმეტაში?

ქუთაისში 30 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა გარდაცვლილის მეგობარი ქალი დააკავეს