ავტორი:

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც მათემატიკისა და ქიმიის გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღეს

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც მათემატიკისა და ქიმიის გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.

mshoblebi.ge გაგვაცნობს იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც მაქსიმალური, საუკეთესო შედეგებით ჩააბარეს გამოცდები.

მათემატიკის გამოცდაში უმაღლესი ქულა - 59-დან 59 აიღო სანდრო რჩეულიშვილმა, რომელიც "ქართული სასწავლებლის" კურსდამთავრებულია.

სანდრო პარლამენტარის, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ვაჟია.

"მათემატიკა და ფიზიკა ყოველთვის მაინტერესებდა. ოჯახში ყველას გაუხარდა ჩემი შედეგი. რაც შეეხება მომზადებას, კარგად ვსწავლობდი და სკოლაშიც ვემზადებოდი. ვაპირებ, სწავლა ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მიმართულებით გავაგრძელო, თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ მაქვს შერჩეული" - ამბობს სანდრო რჩეულიშვილი.

შვილის წარმატებას დეპუტატი სოფიო ქაცარავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასე გამოეხმაურა:

"ესეთი ამაყი, ბედნიერი და გახარებული არ ვყოფილვარ დიდი ხანია. ჩემმა სანდრომ მათემატიკაში 59 ქულიდან აიღო 59. თურმე რა განცდა ყოფილა! სანდროს და ყველა სტუდენტს ვუსურვებ წარმატებებს" - წერს პარლამენტარი.

ქიმიაში 75-დან 74 ქულა მოიპოვა ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ნინი დეკანოიძემ, თუმცა რა მიმართულებით გააგრძელებს სწავლას, ჯერ არ გადაუწყვეტია:

- ჯერჯერობით არ ვიცი, რაზე ვაბარებ, შეიძლება ბიოქიამაზე შევაჩერო არჩევანი, ან ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარო. ქიმია მეოთხე საგნად იმიტომ ავირჩიე, რომ ბავშვობიდან დავუკავშირე ცხოვრება ამ საგანს. ფაქტობრივად წერა-კითხვა ბებოს ლაბორატორიაში ვისწავლე. ქიმიის გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობდი, სხვაგან ვერ წარმომედგინა ჩემი თავი. ინგლისური ენის შესწავლის შემდეგ დავიწყე სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა და კიდევ უფრო დავინტერესდი ქიმიით.

რაც შეეხება სხვა გამოცდის შედეგებს (უნარებში - 77, ქართულში - 66, ინგლისურში - 80). ვფიქრობ, რომ უფრო მეტიც შემეძლო, ძირითადად ტექნიკური ხასიათის შეცდომები მქონდა. ქიმიაშიც ერთი ქულა უპატიებელი შეცდომის გამო დამაკლდა წაიკითხეთ ვრცლად

ექიმი - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა დამატებითი ოპერაცია დასჭირდეს

"ჩვენს ხელში ჩაიკეცა... თავის არეც აქვს გახეთქილი" - თვითმხილველები ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე დეტალებს ყვებიან

კონსტანტინე გამსახურდია - ცოტნეს მდგომარეობა მძიმეა