ავტორი:

როგორ დავიცვათ პატარები ტილებისგან - თამარ დაბრუნდაშვილის რჩევები

როგორ დავიცვათ პატარები ტილებისგან - თამარ დაბრუნდაშვილის რჩევები

პედიკულოზი ე.წ. პატარების დატილიანება ის პრობლემაა, რომელიც ნებისმიერ მშობელს ჰქონია. რა იწვევს ბავშვებში ტილიანობას ზუსტად არავინ იცის, თუმცა მის წინააღმდეგ საბრძოლველი არაერთი საშუალება არსებობს.

როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები დატილიანებისგან და როგორ ვებრძოლოთ მას, ამის შესახებ "რეიტინგს" "ჰეალაინის" დერმატოლოგი, ტრიქოლოგი თამარ დაბრუნდაშვილი ესაუბრა:

- ქალბატონო თამარ, რა იწვევს ბავშვების დატილიანებას?

- დროა დავივიწყოთ მითი, რომ დატილიანება მხოლოდ სოციალურად გაუმართავ ოჯახში ხდება. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ამის მსხვერპლი, ვისაც ეს მწერი შეაღოღდება. ეს არ არის ფრთოსანი მწერი, ახლო კონტაქტისას ერთი თავიდან გადადის მეორე თავზე. ამიტომ არის, რომ საბავშვო ბაღი, სკოლა და ის ადგილები, სადაც ბავშვები ერთმანეთთან თამაშობენ. პატარებიდან კი გადაედება მოზრდილებს. ეს ინფექციური პარაზიტოლოგიაა.

- არსებობს მოსაზრება, რომ გოგონებში უფრო ხშირია დატილიანება ვიდრე ბიჭებში...

- იშვიათად ხდება, ერთ სახლში და-ძმას რომ არ ქონდეს ეს პარაზიტული დაავადება. ეს არც სქელ და თხელ თმაზეა დამოკიდებული. მწერებს აქვთ ზემგრძნობელობა სუნების მიმართ. მათ შორის ტილებსაც. გასწავლით ეფექტურ პროფილაქტიკას, ბავშვს სუნამოს ნაცვლად ვახმაროთ ლავანდის ზეთი. თავის მთლიან მიდამოში და კისერზე თუ წავუსვამთ პატარას რამდენიმე წვეთ ლავანდას ზეთს, ტილი აღარ გადაედება. ამავე დროს ლავანდას დამაწყნარებელი ეფექტი აქვს და კარგია ბავშვისთვის. ეს მწერი გვხდება სამ მდგომარეობაში ტილი ანუ ზრდასრული არსება, ნიმფა-ახალი გამოჩეკილი და მესამე კვერცხში მყოფი არსება ე.წ. წილი. დაახლოებით ათი დღე სჭირდება კვერცხის ნიმფად გადაქცევას, 15 დღეში კი ის ზრდასრული ტილი ხდება. რომელიც დღეში 2-დან 5 კვერცხამდე დებს. სპეციალური წებოთი აწებებს თმის ძირებზე, საგულდაგულოდ შერჩეულ ადგილებზე. უფრო ყურების უკან და კეფის მიდამოში.

- შემცირდა თანამედროვე დროში ტილიანობა?

- სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ დღესაც დიდი პრობლემაა. შვილი ვისაც გაუზრდია მაგის გარეშე ვერავინ გადარჩენილა. ტილი რომ ჩამოუვარდეს ადამიანს, თუ სასურველ გარემოში არ მოხვდა, მაქსიმუმ ორ დღეში მოკვდება, რადგან ვერ იკვებება და კვდება...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ