ავტორი:

"შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ!" - "ტვ პირველის" მფლობელი გამოკითხვაზე დაიბარეს

"შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ!" - "ტვ პირველის" მფლობელი გამოკითხვაზე დაიბარეს

"ტვ პირველის" მფლობელი ვახტანგ წერთელი პროკურატურაში მის დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, ნებისმიერ კითხვაზე პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გასცემს.

"თუმცა, წინასწარ გეუბნებით, "ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ!

ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ!" - წერს წერეთელი.

სამაუწყებლო კომპანია "ტვ პირველის" მფლობელი ვახტანგ წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, წერეთელი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში უნდა გამოკითხონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ინტერპრენიუსი" დეტალებს არკვევს.

"არ არის გამორიცხული, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 19-ში კი არა, მერე მოიტანეს და ჩააგდეს მდინარეში" - ადვოკატი ფიქრობს, რომ კვალი დაფარეს

"სხეულზე ჰქონდა ტრავმები..." - ხელვაჩაურში დედა 9 წლის შვილზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა

"ადგილი, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოწმე, შაქარაშვილის მეგობარი ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია" - ადვოკატი