ავტორი:

"ენერგია იყო გიჟური!" - რას წერს Jessie J შეკვეთილში კონცერტის შემდეგ

"ენერგია იყო გიჟური!" - რას წერს Jessie J შეკვეთილში კონცერტის შემდეგ

ცნობილი ბრიტანელი მომღერლის Jessie J-ის კონცერტმა Black Sea Arena-ზე სრული ანშლაგით ჩაიარა.

მომღერალმა ქართველ მსმენელს როგორც ძველი, ასევე საკუთარი უახლესი ჰიტები შესთავაზა.

ცნობილმა არტისტმა "ინსტაგრამზე" თავის "ფოლოვერებს გაუზიარა ემოციები კონცერტის შემდეგ და ქართველ მსმენელს მადლობა გადაუხადა:

"ენერგია იყო გიჟური!!! ჩემი პირველი შოუ საქართველოში და ბილეთები მთლიანად გაიყიდა! თქვენ სავსე იყავით სიყვარულით! მადლობა! მადლობა! მადლობა!" - ვკითხულობთ ბრიტანელი მომღერლის "ინსტაგრამის" გვერდზე.

ფოტო: ალექს რუაძე

Black Sea Arena-ს დირექტორმა ტატო ხარჩილავამ კონცერტის დასრულების შემდეგ მედიას გაუმხილა დეტალები მომღერლის ვიზიტთან დაკავშირებით:

"კონცერტი ძალიან ემოციური იყო. ეს ყველაფერი ერთობლივად შედგა - არტისტისა და მაყურებლის სინქრონით. სულ ვამბობ, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებით ემოციურად ხვდება კონცერტებს.

დაწყებული სამზარეულოდან, დამთავრებული იმით, რა ავეჯი იქნებოდა კულისებში - არ უნდა ყოფილიყო ცხოველური. არტისტის მოთხოვნით მის კულისებში არანაირი ცხოველური ნაწარმი არ უნდა ყოფილიყო, რაც საკმაოდ გაგვიჭირდა, მაგრამ მოვახერხეთ. გავუმკლავდით იმას, რომ ჯესის ეს ვეგანური ცხოვრების სტილი, ბოლომდე დავაკმაყოფილეთ" - განაცხადა ტატო ხარჩილავამ.

შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე Jessie J-ის კონცერტზე ყველა ონლაინ ბილეთი გაიყიდა.

კონცერტამდე მომღერალმა სასტუმრო "პარაგრაფში" დაისვენა და შავ ზღვაში ბანაობაც მოასწრო. Jessie J-ის "ინსტაგრამზე" შავი ზღვის სანაპიროზე, ბიკინიში გადაღებული ფოტოს ნახვაც შეიძლება.

2019 წელს Jessie J მსოფლიოში მოგზაურობას განაგრძობს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს