ავტორი:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს განახლებული ლექტორების გუნდი ჰყავს - ვინ შეუერთდა უნივერსიტეტს?

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს განახლებული ლექტორების გუნდი ჰყავს - ვინ შეუერთდა უნივერსიტეტს?

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განათლების თანამედროვე მეთოდების დანერგვის პარალელურად, აქტიურად მუშაობს ძლიერი გუნდის შექნაზე.

უნივერსიტეტის პერსონალი დაკომპლექტებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებით, საქართველოში არსებული უმსხვილესი ორგანიზაციების ტოპ მენეჯერებით.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მისაცემად, მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი ლექტორების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ მიმართულებით წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს განსაკუთრებული სიახლე აქვს.

წარმოგიდგენთ პროფესიონალების ახალ გუნდს, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დახვდებათ. მათ შორის არიან:

„თიბისი ბანკის“ ბრენდ მენეჯერი, „სოკარის“ ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „გეფას“ ფინანსური ანალიტიკოსი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, School of Science-ის დამფუძნებელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული პროექტების მენეჯერი, სასტუმრო სტამბას - სტუმრებთან ურთიერთობის აღმასრულებელი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - დონორებთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების კოორდინატორი, თიბისი ბანკის უფროსი პირადი ბანკირი, ფინანსური მრჩეველი სს „საქართველოს რკინიგზაში“ და სხვა.

უნივერსიტეტის პერსონალი შედგება განათლების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან, რომელთაც უწყვეტი კომუნიკაცია აქვთ აბიტურიენტებსა და სტუდენტებთან.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტს აქვს სამი საბაკალავრო პროგრამა:

• ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 2250 ლარი - კოდი: 195 01 01

• ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 2250 ლარი - კოდი: 195 01 02

• საინფორმაციო ტექნოლოგიები - 2250 ლარი - კოდი - 195 01 03

ორი დარგის - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრირება, უახლესი, ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, დასაქმების მრავალმილიონიანი პორტალი, საკუთარი სტარტაპის განვითარების უნიკალური შესაძლებლობა, მსოფლიოს ლიდერი პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერა, უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება, უახლესი ციფრული ტექნოლოგიები, რომლებიც სწავლების პროცესშია გამოყენებული, მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლება- ეს ის შესაძლებლობებია რასაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს სთავაზობს.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის