ავტორი:

რა ხდებოდა დღეს საოკუპაციო ხაზთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ცხინვალის მიმართულებით ფრანები გაუშვეს - ფოტოები

რა ხდებოდა დღეს საოკუპაციო ხაზთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ცხინვალის მიმართულებით ფრანები გაუშვეს - ფოტოები

ერგნეთის საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ნიშნად ცხინვალის მიმართულებით ფრანები გაუშვეს.

აქციის ორგანიზატორები მიმართავენ ოს ახალგაზრდებს, რომ მათ სურთ მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოში.

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან აქციას „ევროპული საქართველოს“ წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები მართავენ.

აქციის მიზანი რუსული ოკუპაციის გაპროტესტებაა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი