ავტორი:

როდის იღებს კაცი ცოლის მოყვანის გადაწყვეტილებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როდის იღებს კაცი ცოლის მოყვანის გადაწყვეტილებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი

ეს ის ტიპია, ჰალკს რომ წაეჭიმება ისე, თვალს არ დაახამხამებს, მაგრამ კბილის ექიმის დანახვაზე გული რომ მისდის. იგი ძალიან მამაცია, ძალიან პირდაპირი და ძალიან უშიშარი, ოღონდ ფიზიკურ ტკივილს ვერ იტანს. ვერძი მამაკაცი ძალიან თამამი და ფიცხია, ყოველთვის თვალებში გიყურებს და ზუსტად იცის, რომ ერთ დღესაც მისი გახდებით. რაც უფრო მეტ ხანს აწვალებთ, მით უფრო მეტად მოინდომებს თქვენს ხელში ჩაგდებას. სიყვარულში სენტიმენტალური და რომანტიულია, თქვენ მისი დედოფალი იქნებით და მტკიცედ იქნება დარწმუნებული, რომ ეს მისი ერთადერთი და უკანასკნელი სიყვარულია, ოღონდ მერამდენედ კაცმა არ იცის.

ბუნებით იდეალისტს მართალია ორგულობა არ ახასიათებს, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ მამაკაცს, ძალზე ცვალებადი ხასიათი აქვს და თუკი მის მიერ წარმოდგენილი, იდეალური სატრფოს მოდელს რაიმე მიზეზით ვერ აკმაყოფილებთ, არაფრად უღირს სხვაზე გადაერთოს.ამიტომ მაინცდამაინც ორი დღის გაცნობილს ნუ დაენახვებით სამუშაო ფორმაში გამოწყობილი ნაგვის პარკით ხელში, არ აიძულოთ უყუროს როგორ იკეთებთ მაკიაჟს, მანიკიურს, ათასგვარი სახის კოსმეტიკურ ნიღაბს, იღებავთ თმას და ა.შ. ნუ გააწამებთ მრავალსაათიანი, გაუთავებელი საუბრებით დედასთან, დაქალებთან და მეგობრებთან. ყოველივე ეს ეწინააღმდეგება მის წარმოდგენას იდეალურ შეყვარებულზე და თუ ამ იდეალებს დაუმსხვრევთ, თავს იმედგაცრუებულებად, მოტყუებულებად და შეურაცხოფილებად გრძნობენ.

გარდა ამისა, ინიციატივას მოერიდეთ, იგი ძალიან პირდაპირია და თუ მიხვდა რომ უყვარხართ, ბევრს არ იყოყმანებს, მაშინვე გამოგიცხადებთ. ურთიერთობაში ის წამყვანი უნდა იყოს და აქტიური ქალები დიდად არ მოსწონს, ნადირობის პროცესზე გიჟდება.

არ დაუწყოთ დევნა და ნუ მოაბეზრებთ თავს ტელეფონზე გაუთავებელი რეკვით. ამ ადამიანის დაკარგვა თუ გინდათ, ურთიერთობაში ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. ლიდერობის საშუალებას თუ წაართმევთ, ვერძი თქვენს მიმართ ყოველგვარ ინტერესს დაკარგავს. მაგრამ როგორც კი თავის გულწრფელ გრძნობებში გამოგიტყდებათ, ზედმეტი მორცხვობა და თავის დაფასება დაივიწყეთ, თორემ სითბოს ძებნას აუცილებლად სხვაგან დაიწყებს.

კურო

იგი დინჯი, მშვიდი, სტაბილური და უჩვეულოდ მიწიერი, პრაქტიკული ადამიანია და ამ ყველაფერთან ერთად, რამდენადაც კონტექსტიდან ამოვარდნილად არ უნდა მოგეჩვენოთ, რომანტიულიც. კურო არც ლომივით გულთამპყრობელია, არც მერწყულივით მეოცნებე და არც ვერძივით ვარდისფერ ღრუბლებში კოშკების მშენებელი. იგი დიდ ხანს ფიქრობს, სანამ ქალზე რამეს გადაწყვეტდეს, მაგრამ როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, დანარჩენ მეტოქეებს ფორას მისცემს და სანამ გულისწორს ცოლობაზე არ დაითანხმებს, ამ უკანასკნელს გამუდმებით დახვეწილი საჩუქრებითა და ყვავილებით აავსებს. კურო ნაზი, ყურადღებიანი და მზრუნველი შეყვარებულია, რომელსაც ქალისთვის მნიშვნელოვანი არც ერთი დეტალი არ გამორჩება მხედველობიდან.

თუმცა როგორც ყველა ადამიანს, ნაკლი მასაც აქვს. იგი უხეშ ქალებს ვერ იტანს. ბევრს ითმენს, მაგრამ ცხვირში რგოლს როდი გაგაყრევინებთ. ეჭვიანი ქალები, რომლებიც ისე ებღაუჭებიან, როგორც წყალწაღებული ხავსს, კურო მამაკაცს ძალიან აღიზიანებს. მას უფრო კეკლუცი, ქალური და მოხდენილი მანდილოსნები იზიდავს, რომლებთანაც თავს ოდნავ დაძაბულად იგრძნობს. თუმცა ქალმა ზომა უნდა იცოდეს და მისი მამკაცური თავმოყვარეობა არასოდეს შელახოს.

სამაგიეროდ არ არსებობს ამ ქვეყნად ისეთი რამ, რის გაკეთებასაც კურო მამაკაცი თავისი გულისწორისთვის ვერ შესძლებს. აქვე უნდა ისიც აღინიშნოს, რომ შეყვარებულ კუროებს ერთი გასაოცარი თვისება აქვთ, ამურის ტყვეობაში მყოფები საღად განსჯის უნარსა და სიფრთხილეს თითქმის სრულიად კარგავენ. ამ დროს მათზე არც მეგობარ-ახლობლების, არც ოჯახის წევრების რჩევა არ ჭრის. თუნდაც ყველამ ერთხმად უკიჟინოს, რომ მისი რჩეული მეუღლედ არ შეეფერება, კურო მაინც საკუთრი გულის კარნახით მოქცევას ამჯობინებს. წაიკითხეთ სრულად