ავტორი:

„ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი - „ნენსკრა ჰესის“ გამო ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება

„ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი - „ნენსკრა ჰესის“ გამო ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება

როგორც კი პროექტის ფინანსური დახურვა მოხდება და დასრულდება ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკება, მეორე დღესვე ტარიფი გახდება საჯარო,- ამის შესახებ „ნენსკრა ჰესის" საპროექტო კომპანია სს "ნენსკრა ჰიდროს" ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ განაცხადა.

კითხვაზე, რატომაა კონფიდენციალური ტარიფი, რომლითაც სახელმწიფო „ნენსრა ჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის შესყიდვას აპირებს, თეიმურაზ კოპაძე აცხადებს, რომ პროექტის ფინანსურ დახურვამდე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, ტარიფები ცნობილი ვერ იქნებოდა თავად ხელშეკრულება კი 2017 წლიდან იყო საჯარო.

„ეს ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2017 წლიდან იყო საჯარო და ატვირთული იყო ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე. დღემდე კონფიდენციალურია კომერციული ნაწილი, ანუ დანართი, სადაც უშუალოდ ტარიფებზეა საუბარი. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, დღეის მდგომარეობით პროექტის დამფინანსებელ არც ერთ ბანკთან, რომლებიც პროექტის 70%-ს აფინანსებენ, ხელშეკრულებები გაფორმებული არ არის.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ ხელშეკრულებების საბოლოოდ გაფორმებას და პროექტის ფინანსური დახურვას მიმდინარე წლის ბოლოს ვგეგმავთ. შესაბამისად, ვიდრე ეს მოლაპარაკებები არ დასრულდება, ტარიფებზე საუბარი შეუძლებელია“, -აცხადებს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი.

მისივე თქმით, ის ტარიფები, რაც ჟღერდება, რეალობას არ შეესაბამება, ხოლო „მსოფლიო ბანკისა“ და „სავალუტო ფონდის“ დასკვნები, სადაც ფისკალურ რისკებსა და ბიუჯეტის ზარალზეა საუბარი, არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობითაა მომზადებული.

რაც შეეხება კითხვას, გააძვირებს თუ არა ნენსკრა ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა ელექტროენერგიის ტარიფს, კოპაძე აცხადებს, რომ ამ მიზეზით ტარიფი „არც ერთ შემთხვევაში არ გაიზრდება“.

„ტარიფები, რომლებიც უკვე განსაზღვრულია ხელშეკრულებით, არის სავარაუდო, განსაზღვრულია სხვადასხვა სცენარების მიხედვით და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამჟამად მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ნენსკრა ჰესის გამო ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება”, -განაცხადა თეიმურაზ კოპაძემ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი