ავტორი:

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: "რაც ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა დღეს იკადრა, მოლოდინს გადააჭარბა"

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: "რაც ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა დღეს იკადრა, მოლოდინს გადააჭარბა"

"რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაციას შეცდომას უწოდებს. როგორც ყოფილი პრემიერი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, საგარეო ფრონტზე გამარჯვებისთვის ჯერ შიდა მტრის საბოლოოდ დამარცხებაა საჭირო.

„იმან, რაც დღეს ბრძოლის ველიდან ფორთხვით გაქცეულმა სამარცხვინო მთავარსარდალმა იკადრა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

მილიონ სამასი ათას ქართველს, ვინც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უარი უთხრა მის მოღალატეობრივ და მავნებლურ მმართველობას, მან პუტინის ზრახვების განმახორციელებელი, მისი მხარდამჭერები უწოდა და ძალადობაზე ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება რუსულ სპეცოპერაციად მოიხსენია. ყოველთვის მჯეროდა, რომ კოჰაბიტაცია ამ მტრულ ძალასთან იყო შეცდომა და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს! დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამაში!

ვიდრე ეს მტრული და მოღალატეობრივი ძალა, სიმსივნური უჯრედივით არ ამოიკვეთება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური სხეულიდან, დეოკუპაციის გზაზე წარმატებას ვერ მივაღწევთ, რადგან საგარეო ფრონტზე გამარჯვებას ჯერ შიდა მტრის საბოლოოდ დამარცხება სჭირდება!“ - წერს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის დახმარებით მოვიდა.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასება "360 გრადუსში"

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - "სამინისტროში ინფექციის გავრცელების რისკი არ არსებობს"