ავტორი:

ლევან ბერძენიშვილი თბილისის ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოაგდეს

ლევან ბერძენიშვილი თბილისის ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოაგდეს

პარტია „რესპუბლიკელების“ დამფუძნებელი, ყოფილი დეპუტატი, ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი თბილისის ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოაგდეს.

ამის შესახებ ბერძენიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და ვიდეოსაც ავრცელებს, რომელშიც ჩანს, როგორ აღებს კარს მაღაზიის მეპატრონე და ყოფილ დეპუტატს გარეთ გასვლისკენ მოუწოდებს სიტყვებით: "თქვენისთანა ნაძირლებს არ ვემსახურებით".

"ნავთლუღში, აგროსერვისის მაღაზიაში გამყიდველმა თუ მეპატრონემ ლოკოკინებთან საბრძოლველი ქიმიკატი არ მომყიდა, თქვენისთანა ნაძირლებს არ ვემსახურებიო. მოსალოცად გაქვთ საქმე, ამხ. ქოცებო!" - წერს ბერძენიშვილი.

ყოფილი დეპუტატის მიერ გავრცელებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში ფაქტს ამაზრზენს უწოდებენ:

"ცუდად გავხდი! შენნაირი "ნაძირალა" რამდენი ჰყავს ნეტავ ამ ქვეყანას?! მორღვეული ცნობიერებისა და ღირებულებების ხალხი!"

"ლიბერალები არ "ევასებიენ"; "თავად ნაძირალა"; "მასონთა ლოჟაში დაგინახათ წინ დღით და ჯავრი იყარა"; "სამწუხაროა, არ მიკვირს მაგათგან" - წერენ კომენტარებში აღშფოთებული ინტერნეტმომხმარებლები.