ავტორი:

პუტინი ვერ გავთვალე, ვფიქრობდით, რომ რუსები არასდროს შემოიჭრებოდნენ თბილისში და ამაში ჩვენი დასავლელი მეგობრებიც გვარწმუნებდნენ - სააკაშვილი

პუტინი ვერ გავთვალე, ვფიქრობდით, რომ რუსები არასდროს შემოიჭრებოდნენ თბილისში და ამაში ჩვენი დასავლელი მეგობრებიც გვარწმუნებდნენ - სააკაშვილი

პუტინი ვერ გავთვალე, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ რუსები არასდროს შემოიჭრებოდნენ თბილისში და ჩვენ ამაში ჩვენი დასავლელი მეგობრებიც გვარწმუნებდნენ. ჩვენი ვარაუდით, თუ რუსეთს აფხაზეთსა და ოსეთს შორის გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა, ისინი აფხაზეთისთვის ომს აირჩევდნენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი WPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ იყვნენ ის დასავლელი მეგობრები, სააკაშვილი პასუხობს, რომ „ყველა“.

„ყველა ამბობდა, რომ რუსეთი არასდროს შემოიჭრებოდა ჩვენთან. კონდი რაისი ამას გამუდმებით იმეორებდა. „მე ვიცნობ რუსებს, მე იქ ნამყოფი ვარ, მე იქ მიციგურავია, როდესაც პატარა გოგო ვიყავი. მე მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში დავდიოდი, ისინი შენს წინააღმდეგ პროვოკაციას განახორციელებენ, თუმცა არაფერს მოიმოქმედებენ“ - ეს იყო მათი შეფასებები. ერთადერთი, ვინც განსხვავებულად საუბრობდა, შტაინმაიერი იყო. მან ეს ძალიან ხისტად გვითხრა. მაშინ შტაინმაიერი ნაჩქარევად ჩამოვიდა საქართველოში. ის ნერვიულობდა. ის იმიტომ ჩამოვიდა, რომ მან იცოდა, შემოჭრა განხორციელდებოდა და უნდოდა ეჩვენებინა, რომ ისინი რაღაცის გაკეთებას ცდილობდნენ. მან ჩვენ გერმანული სტილით გვითხრა, რომ შემოჭრა განხორციელდებოდა.

რესტორანში ვისხედით, როცა მან ჩანგალი დადო და თქვა, „ბიჭებო, რა სამშვიდობოებზე საუბრობთ? მალე დიდი მასშტაბის ომი გექნებათ. რა? ვკითხეთ გაოცებულებმა. „გეტყვით, როგორც იქნება“, - განაგრძო მან. თქვენს შორის იქნება ცეცხლი. წარსულში მათ ეს ცეცხლი შეწყვიტეს, ახლა ასე აღარ მოიქცევიან. შემდეგ რუსეთი მთელი ძალით დაგარტყამთ და სრულმასშტაბიანი ომი გექნებათ,“ - გვითხრა მან. ამის შემდეგ იყო რუსეთის ელჩი ევროკავშირში, რომელიც ევროპარლამენტ ელმარ ბროკის კარგი მეგობარი იყო. ბროკმა 2008 წლის ივლისში გამართულ იალტის კონფერენციაზე მითხრა, რომ მან რუსეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ სექტემბერში საქართველოში ვიზიტს და სიტუაციის როგორღაც დარეგულირებას გეგმავდა. ელჩმა კი მას უთხრა : „ელმარ, სექტემბერი ძალიან გვიანაა. თუ წასვლას აპირებ, ახლავე წადი.“ ელმარი ჭკვიანი კაცია, მიხვდა, რაზეც მიანიშნა ელჩმა და მკითხა : რუსები რამეს გეგმავენ?“, - აღნიშნავს ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ირაკლი კობახიძის პოზიცია

LIVE - "საღამოს ნიუსრუმი" დღის მნიშვნელოვანი ამბებით

"ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომელიც არც ხმაურდება" - ნათია თურნავა