ავტორი:

ძლიერი სიცხე ნიდერლანდებში, რის გამოც გარდაცვლილთა რაოდენობა 15 %-ით გაიზარდა

ძლიერი სიცხე ნიდერლანდებში, რის გამოც გარდაცვლილთა რაოდენობა 15 %-ით გაიზარდა

ნიდერლანდებში ძლიერი სიცხისგან ერთ კვირაში 400-მდე ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლანდიის სტატისტიკის სააგენტოზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ანომალიური სიცხის ტალღამ, რომელიც ქვეყანაში 22 ივლისიდან დაიწყო, საერთო ჯამში 2964 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ყველაზე მაღალი ტემპერატურა - 40 გრადუსი ცელსიუსი ჰოლანდიაში 25 ივლისს დაფიქსირდა.

400 დაღუპულიდან დაახლოებით 300 ადამიანი ოთხმოცი წლის ან მეტი ასაკისაა.

აღნიშნული კვირის გარდაცვალების სტატისტიკა 2006 წლის იმ პერიოდის მონაცემის მსგავსია, როდესაც ქვეყანას ანომალიური სიცხის ორმა ტალღამ დაარტყა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე