ავტორი:

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნის ტაძარში მეუფემ ამბიონზე აიყვანა - რაზე იქადაგა მოძღვარმა მრევლის წინაშე

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნის ტაძარში მეუფემ ამბიონზე აიყვანა - რაზე იქადაგა მოძღვარმა მრევლის წინაშე

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო. დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.

ნახეთ ვიდეო: რაზე ესაუბრნენ მრევლს მიტროპოლიტი და ივანიშვილი ამბიონიდან - მობილურით გადაღებული კადრები აბასთუმნის ტაძრიდან

დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღე მრევლს მეუფე თეოდორემ მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა:

"ბატონი ბიძინას დამსახურებაა ეს და მისი პირადი შეწევნა, რომ აწყურის ტაძარი შენდება. თქვენ იცით რამხელა მადლია აწყურის ტაძარში. ეს არის პირველი კათედრა საქართველოში. ეს არის ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული კათედრალი.

ბატონი ბიძინას დახმარებით კეთდება ბიეთის სამონასტრო კომპლექსი, კეთდება აგარების სამონასტრო კომპლექსი, თისელის სამონასტრო კომპლექსი. ძალიან ბევრი რამ კეთდება მარტო ჩვენს ეპარქიაში, იქეთ აღარ ჩამოვთვლი. აბასთუმანში კეთდება კიდევ ძალიან ბევრი რამ. დაიწყო დედათა მონასტრის დამწვარი სახლის რესტავრაცია და ძალიან ბევრი შენობის რესტავრაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ აბასთუმანი გადაიქცევა მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად და მნიშვნელოვან კურორტად და თითოეული ჩვენგანისთვის, არამარტო აქ მცხოვრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული ადგილი.“

მრევლს წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღე ბიძინა ივანიშვილმაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ დღესასწაულს აბასთუმნობასაც ეძახიან:

"წმინდა პანტელეიმონი გახლდათ უანგარო მკურნალი. თითოეულ თქვენს ოჯახს მივულოცავ ამ დღეს. აბასთუმანი უნდა გახდეს ერთერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ჩვენ თითოეულმა უნდა მოვახერხოთ, მუხლჩაუხრელი შრომით საქართველო გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. დავიწყოთ აბასთუმნით, მოვდოთ ეს მთელ საქართველოს" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღესვე, ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად, აბასთუმანში მდებარე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ