ავტორი:

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარიდან 18 კილომეტრში, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. მიწისძვრა თბილისის დროით 11:35 საათზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრის ინფორმაციას, დღეს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი ზაქათალას რაიონთან დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

ტელეფონზე უთხრა ახლობელს, რომ პოლონეთიდან დაბრუნებულმა, თვითიზოლაციის წესი დაარღვია - თბილისი-ზუგდიდის "მარშრუტკის" მგზავრი კარანტინში გადაიყვანეს

საირმეში საკარანტინო ზონა მოეწყო, სადაც ქუთაისის აეროპორტში ჩასული მგზავრები გადაიყვანეს

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა