ავტორი:

ნიკა გვარამია - გირაოს გადამხდელი არ ვარ

ნიკა გვარამია - გირაოს გადამხდელი არ ვარ

მე გირაოს გადამხდელი არ ვარ, რაც არ უნდა მოითხოვონ, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამთბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

რაც შეეხება პროკურატურის კიდევ ერთ შუამდგომლობას, რომელიც უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ეხება, გვარამიას შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი დარტყმა მისი ახალი მედიის მომავალზე. „იმიტომ არის დარტყმა, რომ ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ ისინი, ვინც ამ მედიაში მინდა იყვნენ ინვესტორები, მათ შორის ზაზა ოქუაშვილი“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილის დამარცხებების სერია დაიწყო. „კაპიტულაციას ის ჩამაბარებს მე“, -აღნიშნა გვარამიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლო „რუსთავი 2“ - ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს. სხდომას მოსამართლე გიორგი კერატიშვილი წარუძღვება.

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა გვარამიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლობით დღეს მიმართა. პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ