ავტორი:

"მოსამართლემ ვითომ მომცა შეღავათი, პატიმრობის მაგივრად გირაო, მაგრამ არ მინდა ბატონო ეგ შეღავათი, მაინც არ გადავიხდი" - გვარამია

"მოსამართლემ ვითომ მომცა შეღავათი, პატიმრობის მაგივრად გირაო, მაგრამ არ მინდა ბატონო ეგ შეღავათი, მაინც არ გადავიხდი" - გვარამია

5 ლარიც რომ ყოფილიყო გირაო, არ გადავიხდიდი, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მან მოსამართლესაც უთხრა, რომ ეს „პრინციპის ამბავი“ იყო.

„მოსამართლეს ვუთხარი, რომ გირაოს არ გადავიხდი, არ გამომიტანოთ-თქო ვუთხარი და ეგეთი რამე არ გამიგია, გეუბნება ბრალდებული, რომ არ გადავიხდი, მაინც გამოგაქვს. რა მნიშვნელობა აქვს, არ გადავიხდი.

პროკურატურას შეეშინდა რეალურად და გასაგები იყო, რომ უნდა ეთხოვათ პატიმრობა, ეს ვერ გააკეთეს, მაინც გირაო ითხოვეს. არ გადავიხდი და ერთი თვის მერე ვნახოთ, შეეშინდებათ თუ არა ჩემი პატიმრობის. მე დავტოვე ორი გზა - ან პატიმრობა, ან თავისუფლება. ეს მოსამართლე სამწუხაროდ რას გადაწყვეტს, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის? არანაირი.

ვითომ მომცა შეღავათი, პატიმრობის მაგივრად, გირაო. არ მინდა ბატონო ეგ შეღავათი, მაინც არ გადავიხდი, იმიტომ, რომ ჯერ არ მაქვს ახლა არც ეს 40 ათასი“, - განაცხადა გვარამიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.

შეგახსენებთ, პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა."

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს