ავტორი:

"ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს... მომავალი მათ ხელშია" - ილია მეორე

"ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს... მომავალი მათ ხელშია" - ილია მეორე

დღეს ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს, ისევ არამშვიდი დროა, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ ამას. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს განსაცდელს, რომელშიც იმყოფებიან დღეს. ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი წარსული, ისეთი გამოცდილება, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალგაზრდობისგან", - ბრძანა პატრიარქმა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, მომავალმა თაობამ მაგალითი საკუთარი წარსულისგან და წინაპრებისგან უნდა აიღოს.

წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, წარსულზე უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა - არა. ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო, ომები, არეულობები, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება, ვმადლობთ უფალს, რომ ეს ღვთისწყალობა შემოგვრჩა...

მომავალი ჩვენი ახალგაზრობის ხელშია და იმედი მაქვს, რომ დასძლევენ. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა აკურთოხს ერი. ნუ ეცდებით აიღოთ მაგალითი სხვისგან, აიღეთ ჩვენი წინაპრებისგან, ჩვენი წინაპრები დიდი სიბრძნით და ღვთის შიშით იყვნენ შეპყრობილი. მადლი ღვთისა და წყალობა შეგეწევათ თქვენ. მადლი ღვთისა და წყალობა ეწეოდა ჩვენს წინაპრებს. ღმერთი ჩვენთან არის", - ბრძანა პატრიარქმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ