ავტორი:

პატრიარქის კურთხევით, ახალი ხატი "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო" დაიწერება

პატრიარქის კურთხევით, ახალი ხატი "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო" დაიწერება

პატრიარქის კურთხევით, ახალი ხატი "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო" დაიწერება, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, სამების ტაძრის წინამძღვრის მოადგილემ, დეკანოზმა ილია ნასიძემ განაცხადა. წინამძღვარმა საზოგადოებას ხატის დაწერაში შეწევნით მიმართა.

“წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, 12 მაისი წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღედ დადგინდა. საქართველოსთვის ღვითისმშობლოს წილხვდომობის უმნიშვნელოვანესი მოვლენა უდიდეს დღესასწაულად, იმედის დღედ გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, ამ უდიდესი მადლის განახლება იქნება შექმნა ხატისა "ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო", ხელაპყრობილი მვედრებელი დედა ღვთისა საქართველოს მფარველ წმინდანებთან ერთად. ხატი შესრულდება მოზაიკასა და მინანქარში. ეს ხატი გამოხატულებაა ქართველი ერის მადლიერებისა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. ღვთისმშობელი საქართველოს მართადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი და სიმბოლო ურყევი სასოებისა და იმედისა. ღვთის ნებით მთელი საზოგადოება, საქართველოში მცხოვრები ხალხი და ქართველი ემიგრაცია მიიღებს მონაწილეობას ხატის შექმნაში. წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების 1700 წლისთავზე ახლად შექმნილი ხატი ღვთისმშობლისა იქნება გვირგვინი საღვთო მადლისა, ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნეობაში გამთლიანებისა. ყველა ადამიანი, თუნდა 1 ლარითაც თუ შეეწევა, ისიც იქნება თანამონაწილე ამისა. არავის ევალება დიდი თანხების შეწევნა, თანამონაწილეობა არის დიდი რამ", - განაცხადა დეკანოზმა ილია ნასიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ