ავტორი:

"მისის რუსეთის" ტიტულის მფლობელს სოცქსელებში დასცინიან - „40 წლისას ჰგავს, პლასტიკურ ქირურგიას სიკეთე არ მოაქვს“

"მისის რუსეთის" ტიტულის მფლობელს სოცქსელებში დასცინიან - „40 წლისას ჰგავს, პლასტიკურ ქირურგიას სიკეთე არ მოაქვს“

სილამაზის კონკურსში „მისის რუსეთი“ 33 წლის ეკატერინა ნიშანოვამ გაიმარჯვა, თუმცა როგორც რუსული მედია წერს, მისმა გარეგნობამ სოციალურ ქსელებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ინტერნეტმომხმარებლები ამბობენ, რომ ნიშანოვა უფრო ასაკოვანს ჰგავს და წლოვანებას მალავს. კონკურსში მონაწილეობის უფლება 22-დან 43 წლამდე ქალებს ჰქონდათ, რომლებიც დაოჯახებულები არიან და სულ მცირე 1 შვილი ჰყავთ.

ნიშანოვა წარმოშობით ქალაქ გელენჯიკიდან არის. მისი თქმით, კონკურსზე შემთხვევით მოხვდა, მონაწილეობა მეგობარმა ურჩია.

სოცქსელებში ვარაუდობენ, რომ „მისის რუსეთის“ ტიტულისთვის ეკატერინამ თანხა გადაიხადა.

„თქვით, რამდენი გადაიხადა მისმა სპონსორმა გამარჯვებისთვის, ან გვაჩვენეთ ბრმა ჟიურის წევრები!“

„მისის სილიკონი?“

„40 წლისას ჰგავს, პლასტიკურ ქირურგიას სიკეთე არ მოაქვს“.

„კონკურსი-ომი პლასტიკურ ქირურგებსა და სპონსორ ქმრებს შორის“ - წერენ სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო

"მელოტა ისვენებს" - რა პოსტი გამოაქვეყნა "ფეისბუქში" სალომე ზურაბიშვილმა და რა არის მელოტა, რომლის გამოც პრეზიდენტი სოცქსელების დღის გმირია

სკანდალური ვიდეოჩანაწერი, ნარკოტიკები და პრობლემები პოლიციასთან - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბაიდენების ერთადერთი ქალიშვილი