ავტორი:

ნაწამები ქუთაისელი ძაღლის და შვეიცარიელი ცოლ-ქმრის ამბავი, რომლებმაც ცხოველს ჟენევაში ახალი ცხოვრება აჩუქეს

ნაწამები ქუთაისელი ძაღლის და შვეიცარიელი ცოლ-ქმრის ამბავი, რომლებმაც ცხოველს ჟენევაში ახალი ცხოვრება აჩუქეს

ქუთაისელი ძაღლის, სახელად "ქართულის" ისტორია, ნამდვილად ფილმის სცენარს ჰგავს. ძაღლი, რომელიც ქუჩაში სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყო, საქართველოში სტუმრად მყოფმა შვეიცარიელმა წყვილმა იპოვა და აქედან დაიწყო "ქართულის" ზღაპრული ცხოვრება.

ეს საოცარი ამბავი "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" თვალწინ მოხდა. სწორედ მათი "ფეისბუქის" გვერდზე ვკითხულოთ ისტორიას, რომელიც 10 თვის წინ ქუთაისში დაიწყო და ახლა უკვე ჟენევაში გრძელდება.

"ქუთაისელი "დვარნიაშკა", რომელსაც ადამიანისგან მხოლოდ სისასტიკე და დიდი ტკივილი ახსოვს, უკეთილშობილესმა ადამიანებმა თავისთან წაიყვანეს შვეიცარიაში.

2018 წლის 28 ოქტომბერს GSPSA-ს ტრავმირებული ძაღლების თავშესაფარმა მიიღო ძაღლი, რომელიც შვეიცარიელმა ტურისტებმა - ირინა და ვლადიმერ ზინკოვსკებმა ქუთაისში აღმოაჩინეს. ძაღლი იყო განსაკუთრებული სისასტიკის მსხვერპლი, ორგანიზმში დიდი რაოდენობით საფანტი და ტყვიები აღმოაჩნდა, ზურგზე გადასხმული ჰქონდა მდუღარე წყლი, რომლის ნაიარევი დღემდე ეტყობა...

ირინამ და ვლადიმერმა განსაკუთრებული ჰარმონიული ურთიერთობა დაამყარეს ამ ძაღლთან, ერთი ნახვით შეუყვარდათ, შეეცოდათ და გადაწყვიტეს თავიანთ ოჯახში შვეიცარიაში წაეყვანათ. დახმარებისთვის და ძაღლის მომზადებისთვის კი მიმართეს GSPSA-ს. ძაღლს დაარქვეს „ქართული“.

„ქართულის“ თავშესაფარში მოხვედრის დღიდან დაიწყო მომზადების საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცედურა შვეიცარიაში გასამგზავრებლად, რომელმაც 10 თვეზე მეტი გასტანა. თუმცა, როდესაც დიდი სურვილია, ყველა წინაღობა გადაილახება.

"ქართული" ახალ სახლში, ჟენევაში

„ქართული“ უნიკალური თვისებების, ძალიან ჭკვიანი, მხიარული, ერთგული და აქტიური ძაღლია. მიუხედავად ადამიანების მხრიდან ადრე ჩადენილი სისასტიკისა, ის მაინც კეთილად არის განწყობილი მათ მიმართ.

2019 წლის 1-ლ აგვისტოს დადგა ნანატრი დღე - ირინა და ვლადიმერი სპეციალურად ჩამოვიდნენ და „ქართული“ თავის დიდი ხნის ნანატრ სამუდამო ოჯახთან ერთად გაემგზავრა შვეიცარიაში. ის ახლა ჟენევაში ცხოვრობს თავის ახალ ოთხფეხა და ორფეხა მეგობრებთან ერთად, აქვს საკუთარი ოთახი, აუზი და რაც მთავარია უზომოდ დიდი სიყვარული!

გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი და მათი სიხარული, რომელიც ფოტო და ვიდეო მასალიდან თვალსაჩინოდ ჩანს" - ვკითხულობთ "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირინა ზინკოვსკი იაპონიაში, ჰაჩიკოს ძეგლთან

ორგანიზაცია მადლობას უხდის ირინა და ვლადიმირ ზინკოვსკებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს "ქართულისთვის". ამასთან, ისინი არიან თავშესაფრის ძაღლების დიდი ხნის მეგობრები და ხელს უწყობენ ორგანიზაციას თავშესაფრის ცხოველებისათვის საკვებით და უამრავი სხვა საშუალებებით.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ