ავტორი:

ბარსელონაში ჩხუბის დროს ქართველი მოკლეს

ბარსელონაში ჩხუბის დროს ქართველი მოკლეს

ესპანეთში, ბარსელონაში ჩხუბის დროს ქართველი მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ.

„ბარსელონაში, საქართველოს საკონსულოს კომუნიკაცია აქვს, როგორც ადგილობრივ სამართალდამცავებთან, ასევე ოჯახის წევრებთან. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზაზე.

შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში გადმოასვენებენ“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო