ავტორი:

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქტსა და სერვისზე 20%-იან ქეშბექ აქციას სთავაზობს

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქტსა და სერვისზე 20%-იან ქეშბექ აქციას სთავაზობს

"თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქტსა და სერვისზე 20%-იან ქეშბექ აქციას სთავაზობს. როგორც„ინტერპრესნიუსს“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, აქციის ფარგლებში ზაფხულის საბურავების, აკუმულატორების, ზეთების, ფილტრების, ავტოსათადარიგო ნაწილების, დანადგარებისა და სხვა ნებისმიერი პროდუქტის თუ სერვისის შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის ზუსტად 20% თეგეტა ქარდზე დაუბრუნდებათ. აქცია მოქმედებს „თეგეტას“ მთელს ქსელში 31 აგვისტოს ჩათვლით.

20%-იან ქეშბექ აქციასთან ერთად, მომხმარებელი ასევე მიიღებს უსასრულო გარანტიას Bridgestone-ის, Michelin-ის და Riken-ის ზაფხულის საბურავების შეძენისას, უსასრულო გარანტია ასევე ვრცელდება VARTA-ს აკუმულატორებსა და სამუხრუჭე ხუნდებზე. ამასთანავე, მოქმედებს აკუმულატორების ჩაბარების სერვისი, ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში, მომხმარებელი დამატებით ფასდაკლებას მიიღებს, 20%-იან ქეშბექსა და უსასრულო გარანტიასთან ერთად.

„თეგეტა ქარდზე დარიცხული თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ „თეგეტას“ ბრენდირებული აქსესუარების, ინსტრუმენტების, ავტომობილის მოვლის საშუალებებისა და ნებისმიერი დასახელების პროდუქტის შესაძენად „თეგეტას“ ქსელში 31 დეკემბრის ჩათვლით.

„თეგეტა“ ასევე გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის მისაღებად. ამასთანავე, შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, რომლის ფარგლებში პერსონალური მენეჯერი მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვის ცენტრში გადაყვანას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით, ისე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი