ავტორი:

"სირცხვილია... ასე გამოიყურება ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი და საფლავი" - რა ფოტოებს აქვეყნებს დათო ტურაშვილის მეუღლე

"სირცხვილია... ასე გამოიყურება ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი და საფლავი" - რა ფოტოებს აქვეყნებს დათო ტურაშვილის მეუღლე

დათო ტურაშვილის მეუღლე მაკა კეკელიძე "ფეისბუქზე" ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის ფოტოებს აქვეყნებს სადაც ჩანს, რომ ქართველი მწერლის მუზეუმი და საფლავი სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

"ასე გამოიყურება უდიდესი და უსაყვარლესი ქართველი მწერლის, ალექსანდრე ყაზბეგის, სახლ მუზეუმი და საფლავი. სირცხვილია" - წერს ფოტოების კომენტირებისას კეკელიძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სექტემბრიდან სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის სრულმასშტაბიან რეაბილიტაცია დაიწყება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სარესტავრაციო პროცესი ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის სამუზეუმო კომპლექსში შემავალი სამი შენობის - ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმის, ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის აღდგენასა და მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობას მოიცავს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ