ავტორი:

სისხლიანი გარჩევა თბილისში ძაღლების გამო - ჩუღურეთში 17 წლის ბიჭი დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა თბილისში ძაღლების გამო - ჩუღურეთში 17 წლის ბიჭი დაჭრეს

ოთხი დღის წინ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩიქობავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევა მოხდა, რა დროსაც მძიმედ დაიჭრა არასრულწლოვანი ბიჭი. დაჭრილი კომატოზურ მდგომარეობაშია.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი სკვერში ძაღლს ასეირნებდა. თვითმხილველების თქმით, 17 წლის ერეკლე ჩ-ს ძაღლმა, დაჭრაში ბრალდებულის - დიმიტრი რ-ს ძაღლს უკბინა, რასაც ურთიერთშელაპარაკება, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჩხუბის შემდეგ, არასრულწლოვანი სახლში დაბრუნდა და თავის ძმასთან ერთად შემთხვევის ადგილზე წავიდა დაკარგული ჯვრის საპოვნელად.

17 წლის ერეკლეს მეზობლების თქმით, ძმებს სწორედ ამ დროს ესროლეს - არასრულწლოვანს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მის ძმას კი მსუბუქი დაზიანებები აქვს.

დაჭრილი ამჟამად ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობს. როგორც AMBEBI.GE-ს ექიმებმა განუმარტეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"პაციენტი გადმოიყვანეს ალადაშვილის კლინიკიდან. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, კომატოზურ მდგომარეობაში, მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა" - აცხადებენ ღუდუშაურის კლინიკაში.

შსს-მ დააკავა ბრალდებული - ის 37 წლის მამაკაცია.

1982 წელს დაბადებული დიმიტრი რ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე აიყვანეს. როგორც შსს-ში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განხრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა დ.რ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორლულიანი სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით 2002 წელს დაბადებული ე.ჩ. დაჭრა და ადგილიდან მიიმალა" - ნათქვამია შსს-ის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

რატომ არ დააკისრეს თეა წულუკიანს ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება

სექსუალური ხასიათის დანაშაული 5 წლის ბავშვის მიმართ - დმანისში მომხდარ საზარელ დანაშაულში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა ემუქრება

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი "ლაშა სვანი", რომელიც უკრაინაში დააკავეს - დანაშაულები საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და იტალიაში