ავტორი:

"ერთად ყოფნა გვიხარია, გვესმის ერთმანეთის..." - რას ამბობს ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ნინი ბადურაშვილთან ურთიერთობაზე

"ერთად ყოფნა გვიხარია, გვესმის ერთმანეთის..." - რას ამბობს ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ნინი ბადურაშვილთან ურთიერთობაზე

მომღერალი ნინი ბადურაშვილი მუდმივად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში. ბოლო დროს თბილისში ნინის და ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ლავ-სთორზე ალაპარაკდნენ. ამბობენ, რომ მომღერალი ბიზნესმენზე თხოვდება. ჭორები მათი რომანის შესახებ საფრანგეთში გადაღებულ ფოტოებს მოჰყვა. ნინი და გიორგი ერთად იმყოფებოდნენ ნიცასა და კანში.

ნინი ბადურაშვილის და გიორგი ჩიკვაიძის მეგობრობა წლებს ითვლის. რასაც მათი პირადი გვერდებიც მოწმობს. ჩიკვაიძე წარმატებული ბიზნესმენია, იახტების კომპანია აქვს. მას კარგად იცნობენ უცხოურ ელიტარულ წრეებში, ბიონსესთან, ჯორჯ ბენსონთან და სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან პირადი ურთიერთობები აქვს. უცხოეთში მას რამზესის სახელით იცნობენ.

"რეიტინგი" საფრანგეთიდან დაბრუნებულ გიორგი ჩიკვაიძეს დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან გაერკვია რა ურთიერთობა აქვთ მას და ნინის.

- მე და ნინი ბავშვობის მეგობრები ვართ და ერთად ყოფნა ყოველთვის გვიხარია. გვიყვარს ერთად გატარებული დრო, რადგან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. გვესმის ერთმანეთის იუმორი და გვიყვარს მუსიკა.

- რა მიზნით იყავით საფრანგეთში?

- ჯექსონების ოჯახის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე ვიყავით მიწვეული. არაჩვეულებრივ შოუს დავესწარით. ასევე, საფუძველი ჩაეყარა ერთ მაგარ პროფესიულ საქმეს, რომელსაც მალე გაიგებთ და პირობას გაძლევთ, მალე საქართველოზე მსოფლიოს მაღალი დონის ელიტა ილაპარაკებს. სხვა ვერაფერს გეტყვით... წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი