ავტორი:

თბილისში Bocuse d'Or-ის გამარჯვებული შეფის რესტორანი გაიხსნა

თბილისში Bocuse d'Or-ის გამარჯვებული შეფის რესტორანი გაიხსნა

თბილისში, Tbilisi Hills Golf and Residences-ის ტერიტორიაზე გაიხსნა რესტორანი, რომლის ტერასაც გოლფის მოედანს გადაჰყურებს და საუკეთესო ადგილია არაჩვეულებრივი კერძების დასაგემოვნებლად. რესტორნის შეფი ვლადისლავ ჯაცუკია - Estonia Bocuse d’Or-ის ფინალისტი, რომლის პროფესიული გამოცდილება 10 წელზე მეტს ითვლის. ის რამდენჯერმე დასახელდა ესტონეთის საუკეთესო შეფად და წლების მანძილზე ყველაზე ცნობილ რესტორნებთან თანამშრომლობდა.

გამოცდილების გასაზიარებლად, შეფ ვლადისლავი საქართველოს კულინარიის ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს Bocuse d’Or-ის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილსა და “გასტრონავტის” რესტორატორსა და პროექტის მენეჯერს - ლევან ქოქიაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე შეფებმა ნაციონალური სამზარეულოს თავისებურებებზე ისაუბრეს. შეფ ვლადისლავმა ქართველ კოლეგებს გამოცდილებაც გაუზიარა, რადგან შეფ-მზარეულების მსოფლიო ჩემპიონატი Bocuse d’Or წელს საქართველოში პირველად ტარდება. ვლადისლავი 2008 წლის ესტონური Bocuse d’Or-ის ფინალისტი და ახლა უკვე ჩემპიონატის პრეზიდენტია.

კონკურსის შესარჩევი ეტაპი უკვე დაწყებულია, კონკურსის გამარჯვებულები 2020 წელს, Bocuse d’Or -ის ევროპის ჩემპიონატზე, ესტონეთში გაემგზავრებიან. საქართველოში პროექტის ორგანიზატორი კომპანია “გასტრონავტია”.

შეფებმა შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის დეტალებზეც ისაუბრეს. ოქტომბერში მათი მონაწილეობით იგეგმება გალა ვახშამი, რომელიც კულინარიის ნამდვილი დღესასწაული იქნება. შეფების კოლაბორაცია ქართულ-ესტონური მეგობრობის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

R

უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისაგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ

არის თუ არა საფრთხის შემცველი ორსულისთვის ექოსკოპიის ხშირად გაკეთება - რადიოლოგ ალექსანდრე გვასალიას რჩევები

90-იანი წლების პროდუქტები, რომლებზეც უარი ვთქვით - გრძელდება თუ არა ეს პროცესი?