ავტორი:

ნივთები, რომლებიც მოგზაურობაში აუცილებლად უნდა წაიღოთ

ნივთები, რომლებიც მოგზაურობაში აუცილებლად უნდა წაიღოთ

ნანატრი შვებულებისა და დასვენების ჩაშლა ღამის კოშმარს გავს, რომლისაც ნებისმიერ ადამიანს ეშინია. ეს რომ არ მოხდეს, არაერთი დეტალი წინასწარ უნდა დაგეგმოთ და გაითვალისწინოთ, რადგან ეს დეტალები შეიძლება ერთი შეხედვით წვრილმანად მოგეჩვენოთ, მაგრამ საბოლოოდ შეიძლება თქვენს საოცარ მოგზაურობას პრობლემები შეუქმნას.

სწორედ ამიტომ დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ამ ყველაფრის ნაწილი კი წასაღები ნივთების სწორად შერჩევა და მათი კომპაქტურად ჩალაგებაა.

გთავაზობთ ნივთებს, რომლებიც თქვენს მოგზაურობას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის და ამავდროულად ბარგს შეგიმცირებთ:

კოსმეტიკის სამოგზაურო ნაკრები

მოგზაურობის დროს აკლიმატიზაციის გამო სახისა და თავის კანი, ხელები და ფრჩხილები ხშირად შრება და პრობლემებს გიქმნით. სრული ზომის კოსმეტიკისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების წაღება კი კომფორტული ნამდვილად არაა.

მოგზაურობას თქვენი საყვარელი თავის მოვლის საშუალებები შეიძლება გაგიფუჭდეთ. თან ის თქვენს ბარგსაც მნიშვნელოვნად დაამძიმებს.

სწორედ ამიტომ მწარმოებლების ნაწილმა შექმნეს პატარა მოცულობის შეფუთვები, რომელიც სპეციალურად მოგზაურებისთვისაა გათვლილი. თუმცა ის ყველა ბრენდს არ აქვს. სწორედ ამიტომ თუ თქვენ ვერ ახერხებთ თავის მოვლის საშუალებების სამოგზაურო შეფუთვების შეძენას, იყიდეთ სპეციალური პატარა ბოთლების ნაკრები, რომელშიც გადაიტანთ თქვენს კრემებსა თუ შამპუნებს და სამოგზაუროდ უფრო მშვიდად და მსუბუქად წახვალთ.

პირის ღრუს მოვლის სამოგზაურო ნაკრები

თავის მოვლის საშუალებების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ პირის ღრუს მოვლის საშუალებებიც არ დაგავიწყდეთ. ასევე არაკომფორტულია სრული მოცულობის კბილის პასტის წაღება.

ამ შემთხვევაში ვითარება უფრო რთული, რადგან ძალიან ცოტა მწარმოებელი უშვებს სამოგზაურო მოცულობის კბილის პასტებს. კბილის პასტის კონტეინერში გადატანა კი არც ისე კომფორტულია. ქართულ ბაზარზე პირის ღრუს მოვლის საშუალებების სამოგზურო ნაკრებით ავსტრალიური კომპანია White Glo არის წარმოდგენილი.

სამოგზაურო ნაკრებში შედის კბილის ჯაგრისი, 24 გრამიანი კბილის პასტა და პლასტმასის კბილის ჩხირი. მისი შეძენა აფთიაქებსა და მარკეტებში არის შესაძლებელი.

მშრალი შამპუნი

მშრალი შამპუნი უკანასკნელი წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამონაგონია. ის განსაკუთრებით მოსახერხებელია ლაშქრობების დროს. თუ თქვენ კარვით აპირებთ მოგზაურობას, მაშინ მშრალი შამპუნის წაღება არ დაგავიწყდეთ.

თუმცა, არანაკლებ მოსახერხებელია ჩვეულებრივი მოგზაურობის დროსაც, განსაკუთრებით მგრძნობიარე და ალერგიული კანის მქონე ადამიანებისთვის. მათ მიუჩვეველი წყლით თავის დაბანამ შეიძლება კანის პრობლემები გაუმწვავოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშრალი შამპუნი თან იქონიოთ.

საწვიმარი

ერთმა მოულოდნელმა წვიმამ შეიძლება თქვენი კარგად დაგეგმილი მოგზაურობა ჩაშალოს. წინასწარ შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი იმ ლოკაციაზე, სადაც მიდიხართ. თუმცა თუ წვიმა გამოცხადებული არაა, მაინც წაიღეთ საწვიმარი. ის მსუბუქია და თქვენს ბარგში დიდ ადგილსაც არ დაიკავებს. სამაგიეროდ, დასველებისგან საიმედოდ დაგიცავთ. დასველებამ კი შეიძლება სერიოზული პრობლემებიც კი შეგიქმნათ.

წამლები

მოგზურობის დროს აუცილებლად თან წაიღეთ პირველადი საჭიროების მედიკამენტები, როგორიცაა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების წამალი, ანტიჰისტამინი, კუჭის აშლის წამალი. მედიკამენტებთან ერთად თან იქონიეთ ბამბა და ბინტი, იოდი, წყალბადის ზეჟანგი.

უცხოეთში ეს წამლები შეიძლება სწრაფად ვერ იშოვოთ ან იქ სხვა, თქვენთვის უცნობი დასახელებით იყიდებოდეს, შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე აფთიაქში არც მოგყიდონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პირველადი საჭიროების მედიკამენტები ნებისმიერი ტიპის მოგზაურობის დროს თან იქონიოთ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ