ავტორი:

ქმარი გაოგნდა, როდესაც მისი ცოლის გასვენებაზე მოულოდნელად ასობით ადამიანი მივიდა...

ქმარი გაოგნდა, როდესაც მისი ცოლის გასვენებაზე მოულოდნელად ასობით ადამიანი მივიდა...

ანტონიო ბასკო ფიქრობდა, რომ ცოლის გასვენებისთვის ეკლესია თითქმის ცარიელი იქნებოდა, მისი მეუღლე ელ-პასოში, ტეხასში მომხდარი სროლის დროს გარდაიცვალა. „ბიბისთან“ ბასკო ამბობს, რომ ოჯახი არ ჰყავს და მეზობლები დაპატიჟა, თუმცა მისთვის გასაოცრად, ეკლესიასთან სამძიმარზე მისული ხალხის რიგი დახვდა.

ნაკადი იმდენად დიდი იყო, რომ დამკრძალავ კომპანიას სამგლოვიარო ცერემონიალის უფრო დიდ შენობაში გადატანა მოუხდა.

ეკლესიაში 63 წლის მარჯი რეკარდისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად 700-მდე ადამიანი მივიდა. მარჯი ერთ-ერთი იყო იმ 22 ადამიანიდან, რომელიც სუპერმარკეტ „ვოლმარტში“ გახსნილი ცეცხლისას გარდაიცვალა.

ხალხის რიგი ეკლესიას გარს ერტყა - ისინი აშშ-ს სხვადასხვა ქალაქიდან იყვნენ ჩასული.

სან-ფრანცისკოელი ჰალა ჰიჯაზი ამბობს, რომ ტონი ბასკოს ამბის შესახებ წაიკითხა და გადაწყვიტა, რომ სამგლოვიარო ცერემონიალს აუცილებლად უნდა დასწრებოდა.

„გული საშინლად მეტკინა და მაშინვე ვიყიდე ბილეთი ელ-პასოს მიმართულებით. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ როდესაც ამერიკა განსაცდელშია, ეს ყველას გვტკივა,“ - განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

ენტონი ბასკომ და მარჯი რეკარდმა ერთმანეთი ნებრასკაში, 22 წლის წინ გაიცნეს, საცხოვრებლად კი ელ-პასო შეარჩიეს. მათ ძალიან უყვარდათ მატარებლით მოგზაურობა აშშ-ში.

ბასკოს თქმით, მათი ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა.

„ის არაჩვეულებრივი ქალი იყო და ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული,“ - აღნიშნავს გარდაცვლილის მეუღლე.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"