ავტორი:

დაზუსტებული ინფორმაციით, ახალუბნიდან 6 მამაკაცი გაუჩინარდა - "სასაფლაოზე იყვნენ და ეკლესიაში აპირებდნენ მოლოცვას"

დაზუსტებული ინფორმაციით, ახალუბნიდან 6 მამაკაცი გაუჩინარდა - "სასაფლაოზე იყვნენ და ეკლესიაში აპირებდნენ მოლოცვას"

დაზუსტებული ინფორმაციით, ახალუბნიდან 6 მამაკაცია გაუჩინარებული. თანასოფლელები აცხადებენ, რომ ისინი სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მიმდებარედ არსებულ სალოცავში აპირებდნენ ასვლას. მათივე განცხადებით, აღნიშნული ეკლესია საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარეობს, სადაც ხშირად გადაადგილდებიან შეიარაღებული ფორმიანები, ე. წ. მესაზღვრეები.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის, ამირან ქრისტესიაშვილის განცხადებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, 6 მამაკაცის ადგილსამყოფელი უცნობია.

„ყველა მათგანი ახალუბნის მცხოვრებელია. ვიცით, რომ იმყოფებოდნენ სასაფლაოზე და ეკლესიაში მოლოცვას აპირებდნენ. მას შემდეგ ვერც ერთ მათგანთან კონტაქტის დამყარება ვერ ხერხდება. ამ დროისთვის ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ყველა სახელმწიფო უწყება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ