ავტორი:

ტრაგედია რუსეთში - 16 წლის მოზარდმა დედა, და-ძმა, ბებია და ბაბუა ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ტრაგედია რუსეთში - 16 წლის მოზარდმა დედა, და-ძმა, ბებია და ბაბუა ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში, სოფელ პატრიკეევოში 16 წლის მოზარდმა ნაჯახით ოჯახის ხუთი წევრი დახოცა, რომლებიც მასთან ერთად კერძო სახლში ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ მან თავი მოიკლა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოზარდი მკვლელობას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა.

რუსული მედიის ცნობით, თავდაპირველად მან დედა, ძმა, და, შემდეგ კი, ბებია და ბაბუა მოკლა, რომლებიც „მას ძალიან უყვარდა და არ უნდოდა, გული დაწყვეტოდათ ქალიშვილისა და შვილიშვილების მოკვლის გამო“.

„რენ ტვ“-ს ცნობით, მკვლელობამდე დამნაშავემ მეგობარს გეგმა გაუმხილა, რა დროსაც ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა. ის ჩიოდა, რომ დას და ძმას არ უყვარდათ, დედა კი დასცინოდა.

გარდაცვლილი და-ძმა ტყუპები იყვნენ, რომელთა ასაკი 4 წელი იყო, დედა 42 წლის, ბებია 69 წლის, ბაბუა - 66-ის.

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე