ავტორი:

უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველებიდან ორი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანია

უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველებიდან ორი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინელი სამართალდამცველების მიერ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ყაჩაღობა) მიმდინარეობს.

"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს უკრაინელ სამართალდამცველებთან" - აცხადებენ შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, სამი დაკავებულიდან ორი პირი 2012 წლამდე შსს-ს სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლები იყვნენ და მათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო დატოვეს.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა ერთ-ერთ მეწარმეს და მის მეუღლეს. მათ გაიტაცეს ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით თანხა, აგრეთვე ავტომობილი “ლექსუსი”.

უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები 33, 41 და 43 წლის არიან, რომლებსაც უკრაინაში ცხოვრების უფლება ჰქონდათ.

დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს