ავტორი:

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება: სალომე ზურაბიშვილი ქალაქგარეთ შვილებთან ერთად იყო გასული, ის დასვენების ადგილიდან მუშაობდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება: სალომე ზურაბიშვილი ქალაქგარეთ შვილებთან ერთად იყო გასული, ის დასვენების ადგილიდან მუშაობდა

„სალომე ზურაბიშვილი, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას,“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ქალაქგარეთ შვილებთან ერთად იყო გასული.

"პრეზიდენტი, თავის შვილებთან ერთად, ქალაქგარეთ იყო გასული. ის, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები, დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია," - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფოტო გავრცელდა, რომელიც ლოპოტას ტბაზეა გადაღებული. აღნიშნულის გამო პრეზიდენტი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილს გუგუტიანთკარში ე.წ ბორდერიზაციის პროცესი ამ დრომდე არ შეუფასებია.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები