ავტორი:

ბათუმში 22 წლის ბიჭი დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით გარდაიცვალა

ბათუმში 22 წლის ბიჭი დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით გარდაიცვალა

ბათუმში 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "მედ ცენტრში" განუცხადეს, კლინიკაში ორი გოგო და კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ბიჭი გუშინ, გამთენიისას შეიყვანეს.

"19 აგვისტოს, გამთენიისას, 05:05 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა ორი გოგონა და ერთი ბიჭი. გოგონები უკვე გავწერეთ, 22 წლის ბიჭი კი კომატოზურ მდგომარეობაში იყო და გარდაიცვალა. ის მაშინვე გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე, დაისვა დიაგნოზი: დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტი. პაციენტს შესაბამისი პირველადი მკურნალობა ჩაუტარდა, გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, სიკვდილის მიზეზი გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა იყო. პაციენტი 17:02 საათზე გარდაიცვალა", - განუცხადეს "მედ ცენტრში" "ინტერპრესნიუსს".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ