ავტორი:

პრემიერი "რუსთავი 2"-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

პრემიერი "რუსთავი 2"-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს შეკითხვაზე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში განვითარებულ მოვლენებს და „კურიერის“ გუნდის მიერ ტელეკომპანიის დატოვებას ეხებოდა.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ „რუსთავის 2“-ის საქმეში ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, პრემიერმა ასეთი პასუხი გასცა: „სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში უკვე ტრადიციად იქცა სრულიად დაუკავშირებელი გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ შემთხვევაშიც იგივესთან გვაქვს საქმე. მე მსურს ვთქვა ყველაზე მთავარი, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება, რაც არის და ამავე დროს მომავალშიც აუცილებლად იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები