ავტორი:

მღვდელი შვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა - გოგონას ჩვენებამ ბელორუსი შეძრა

მღვდელი შვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა - გოგონას ჩვენებამ ბელორუსი შეძრა

ალექსანდრა (საშა) ბურიკინა მართლმადიდებელი მღვდლის, მამა კონსტანტინეს უფროსი შვილია. როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო წერს, სასულიერო პირს ბელორუსში სახელით „მღვდელი სვასტიკით“ იცნობენ.

საშა წარმატებული სპორტსმენია, ის ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი პაუერლიფტინგში, მიღებული აქვს პრეზიდენტის სტიპენდია.

ცოტა ხნის წინ მისმა აღიარებამ ბელორუსი შეძრა. გოგონამ განაცხადა, რომ მამა წლების განმავლობაში აუპატიურებდა. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელშიც კონსტანტინ ბურიკინი ეჭვმიტანილის სტატუსით ფიგურირებს.

ბურიკინი რუსეთში, ომსკში დაიბადა და ბელორუსში, დასთან 90-იან წლებში გადავიდა საცხოვრებლად. მინსკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სპორტულ ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად კონსტანტინი ბოქსის მწვრთნელად, მოგვიანებით კი მინსკის ეპარქიის დაცვის სამსახურში მუშაობდა. სამი წლის შემდეგ კი მღვდლად ეკურთხა.

საშა რელიგიურ ოჯახში დაიბადა. დედა, ელენა, ეკლესიაში გალობდა.

გოგონას მამა მუდმივად სცემდა და მისი დახმარება ოჯახის წევრებსაც არ შეეძლოთ.

„როდესაც საშას ცემას იწყებდა, ვცდილობდით, დაგვეცვა. ის ძალით გამოგვყრიდა ხოლმე ოთახიდან და შიგნიდან კეტავდა კარს. მე აბაზანაში გავდიოდი და ყურებზე ვიფარებდი ხელს, რომ არ გამეგო ხმა, “ - ამბობს გოგონას ბებია, თამარა ანტონოვნა.

თავად საშა კი ამბობს, რომ ძალადობის შესახებ არა მხოლოდ ოჯახის წევრებმა, არამედ უამრავმა ახლობელმა იცოდა.

მცირეწლოვანმა გოგონამ არ იცოდა, რას ნიშნავდა სვასტიკა. თუმცა შენახული აქვს ძველი ფოტოები, სადაც მკერდზე მარკერით ახატია სვასტიკა, იმავე ნიშნით დროშა ეკიდა მის საწოლთანაც. მამა აიძულებდა, ჰიტლერის „მაინ კამპფი“ („ჩემი ცხოვრება“) წაეკითხა და შემდეგ მოეყოლა.

„ოჯახში არ არსებობდა სიტყვა „არა“. ყველა იმას ვაკეთებდით, რაც მას სურდა,“ - აღნიშნავს გოგონა.

საშა 9 წლის იყო, როდესაც დედა ინსულტით გარდაიცვალა. ბურიკინი ხელახლა დაქორწინდა და სწორედ ამ პერიოდიდან აქტიურად დაიწყო შვილისთვის სპორტულ კარიერაში ხელშეწყობა.

„ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც სპორტით დავკავდი. ერთ დღეს გავახილე თვალები და ვხედავ, მამა დგას, ხელი გადასაფარებლის ქვეშ აქვს შემოცურებული. მაშინ კიდევ ვერ ვხვდებოდი, ეს რა იყო, თუმცა მივხვდი, რომ რაღაცა ცუდი ხდებოდა. ადგომა ვცადე და დამაკავა, მითხრა რომ უნდა ვწოლილიყავი.

ყველა ვარჯიშის შემდეგ მიკეთებდა მთელი სხეულის „მასაჟს“, მათ შორის ინტიმურ ადგილებშიც. რამდენჯერმე, გაუპატიურების შემდეგ ეჭვი ჰქონდა, რომ შესაძლებელი იყო, ორსულად დავრჩენილიყავი და პრევენციულ ზომებს მიმართავდა...“ - ამბობს საშა.

გოგონა 17 წლის იყო, როდესაც მღვდელი იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს.

„როდესაც ციხეში მოვინახულე, მუხლებზე დამდგარი, ცრემლებით მემუდარებოდა პატიებას იმის გამო, რომ მცემდა. დავუჯერე, მეგონა, რომ შეძლებდა, ნორმალური მამა ყოფილიყო. ვცდილობდი, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ამოსვირინგებული სვასტიკა მისი ახალგაზრდობისას ჩადენილი გაუაზრებელი გადაწყვეტილება იყო, რეალურად კი ძალიან კარგი, სუფთა ადამიანია...“ - ჰყვება საშა.

ბურიკინის დაპატიმრების შემდეგ ოჯახში დაპირისპირება დაიწყო, საშა მეგობარ ბიჭთან გადავიდა საცხოვრებლად.

„მამისგან მივიღე 24 გვერდიანი წერილი, სადაც ეწერა, რომ მე მოღალატე ვარ. იმ პერიოდში ძალიან ცუდად ვიყავი, მიზეზი ვერავინ გაიგო. საგრძნობლად მოვიმატე წონაში. მამამ იცოდა, რომ სიმსივნის დიაგნოზზე ვეჭვობდით და მიგზავნიდა წერილებს, სადაც ჩემს შეურაცხყოფას აგრძელებდა. მივხვდი, რომ ეს ადამიანი კიდევ უფრო უარესი გახდა და ის არასოდეს შეიცვლებოდა,“ - აღნიშნავს გოგონა.

2019 წელს ბურიკინს ჰქონდა შანსი, ამნისტია შეხებოდა, თუმცა შვილმა მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

„სწორედ ახლა იყო მომენტი, ყველაფერი მეთქვა. თუ შემეშინდებოდა, საკუთარ თავს ვეღარასოდეს ვაპატიებდი,“ - განაცხადა ალექსანდრამ.

ბურიკინის მეორე ცოლი, ოლგა კი ამბობს, რომ ოჯახში ძალადობას ადგილი არასოდეს ჰქონია და საშა იტყუება.

პროკურატურამ ალექსანდრას ჩვენების საფუძველზე „სვასტიკიანი“ მღვდლის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

"მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი" - რა დეტალებს იხსენებს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

ბიჭი ბანერებით - ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი, რომელიც უჩვეულო საკითხებს "აპროტესტებს"

დღეს ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხვალიდან კი ამინდი მკვეთრად გაუარესდება