ავტორი:

"ბიბლუსმა" საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ "აძვის" მაცხოვრებელ პირველკლასელებს სასკოლო საჩუქრები გადასცა

"ბიბლუსმა" საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ "აძვის" მაცხოვრებელ პირველკლასელებს სასკოლო საჩუქრები გადასცა

წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსი"–ს წარმომადგენლები საქართველო–რუსეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი "აძვი"–ს საჯარო სკოლას ესტუმრნენ და პირველკლასებს სრული სასკოლო ნივთები გადასცეს საჩუქრად. აძვის საჯარო სკოლას მიმდინარე სასწავლო წელს 10 პირველკლასელი ეყოლება.

"ძალიან ემოციური შეხვედრა გამოგვივიდა. სკოლა რუსეთის სამხედრო ბაზიდან 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ეს უკვე ცალსახას ხდის იმ ფაქტს, თუ როგორ სტრესულ პირობებში უწევთ ბავშვებს სწავლა-განათლების მიღება და ზოგადად, ცხოვრება. ამ ნაბიჯით გვინდოდა, მათთვის სოლიდარობა გამოგვეცხადებინა და გვეთქვა, რომ მუდმივად გვახსოვს ისინი და ვზრუნავთ მათზე," - აცხადებს "ბიბლუსის" წარმომადგენელი თაკო ღაჭავა.

ბავშვებისთვისაც ძალიან ემოციური იყო "ბიბლუსის" წარმომადგენლების სტუმრობა და საჩუქრები. ისინი განსაკუთრებულად მომზადებული დახვდნენ სტუმრებს. პატარა ღონისძიებაც მოუწყვეს და საკუთარი შემოქმედება გააცნეს.

"მხიარული დახვედრის მიუხედავად ბავშვების თვალებში იკითხებოდა სევდა, რომელიც იქ ცხოვრებას ახლავს თან. პატარებისთვის ეს ყველაფერი რთული გასაანალიზებელია. სკოლის წარმომადგენლები და მშობლები ძალიან მადლიერები იყვნენ. მათთვის ნებისმიერი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია"- დაამატა ღაჭავამ.

"ბიბლუსიც" გამორჩეულად მოემზადა ამ შეხვედრისთვის. აღსანიშნავია, რომ სასაჩუქრე ნივთები მათმა თანატოლმა ბავშვებმა შეარჩიეს. ეს ფაქტიც განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვები სხვა ბავშვებს დაუკავშირა ემოციურად. "ბიბლუსი" არაერთ საქველმოქმედო პროექტშია ჩართული. თუმცა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მოსახლეობას პირველად დაეხმარნენ. კომპანიაში გეგმავენ, რომ ამ მიმართულებას სისტემატიური სახე მიეცეს.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა