ავტორი:

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი დევიდ კოხი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ძმამ, „Koch Industries Inc“-ის თავმჯდომარემ ჩარლზ კოხმა განაცხადა. ძმების ბიზნესი მრავალ სფეროს მოიცავდა. დევიდ კოხი ეწეოდა ქველმოქმედებასაც უმერტესად კულტურულ და სამედიცინო სფეროში. ასევე პოლიტიკაში, მათ შორის ფინანსურად მხარს უჭერდა რესპუბლიკური პარტიის კონსერვატიულ ფრთას.

დევიდ კოხის (ისევე როგორც მისი ძმის) ქონება 58,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მათ მილიარდერების რეიტინგში მეშვიდე და მერვე ადგილი უკავიათ. ერთად ისინი უსწრებდნენ რეიტინგის პირველ ნომერს ჯეფ ბეზოსს.

დევიდ კოხის ჯანმრთელობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და 2018 წლის ივნისის შემდეგ აქტიურ საქმიანობას ჩამოშორდა.

აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე