ავტორი:

რა არის ოტომიკოზი, რომელიც შესაძლოა ზღვაზე განვითარდეს - დაავადების სიმპტომები და მისი დამარცხების გზები

რა არის ოტომიკოზი, რომელიც შესაძლოა ზღვაზე განვითარდეს - დაავადების სიმპტომები და მისი დამარცხების გზები

ალბათ ძნელად წარმოსადგენია ზაფხულის სეზონი და დასვენება ზღვის გარეშე. წყალი, სერფინგი, დაივინგი მძიმე და დამღლელი მუშაობის შემდეგ სიამოვნებისთვის და დასვენების იდეალური არჩევანია. თუმცა მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ტენიან გარემოში დასვენებას.

"ნესტი და სითბო ყველაზე მეტად ხელშემწყობი პირობებია სოკოვანი დაავადების განვითარებისთვის, განსაკუთრებით დაბალი იმუნური სისტემის პაციენტების ან დიაბეტის დროს. დამღლელი და სტრესული სამუშაო გრაფიკი კი თავის მხრივ ხშირად ხდება იმუნოდეპრესიის მიზეზი" - გვეუბნება ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი ხათუნა ჩიტაძე. ის საუბრობს ისეთ დაავადებაზე, როგორიც არის ოტომიკოზი, რაზეც ბევრს ალბათ ბევრი არაფერი სმენია. მართლაც რა არის ოტომიკოზი, რა იწვევა მას და როგორ დავამარცხოთ ის, ამაზე სპეციალისტი გვიამბობს.

ექიმის თქმით, ოტომიკოზი ყურის დაავადებაა და მის განვითარებას სხვადასხვა სახის სოკო განაპირობებს. ძირითადად მას ასპერგილუსის და კანდიდას ტიპის სოკოები იწვევენ. ხშირად პაციენტი სოკოვან დაავადებას ყურის სხვა პათოლოგიისაგან ვერც კი არჩევს. ამ დროს ძირითადად გარეთა და შუა ყური ზიანდება. იშვიათად, მაგრამ მაინც ზიანდება შიგნითა ყურიც.

ხელშემწყობი ფაქტორებია: ტენიანი გარემო, გადატანილი ჩირქოვანი შუა ოტიტი, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და არარაციონალური გამოყენება, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ზოგადი და ადგილობრივი ალერგია და სხვ.

რა სიმპტომები ახასიათებს და თუ შეგაწუხათ:

• სასმენი მილის ტკივილი;

• ქავილი;

• ყურის ნიჟარისა და სასმენი მილის კანის მომატებული მგრძნობელობა;

• ყურში შუილი;

• ყურში სისავსისა და დაცობის შეგრძნება, სასმენი მილიდან გამონადენი უმეტესად ზომიერია, უსუნო და შესაძლოა, ჰქონდეს სხვადასხვა შეფერილობა დაავადების გამომწვევი სოკოს სახეობის შესაბამისად. გახსოვდეთ, რომ ამ სიმპტომების გამოვლენისას დროული დიაგნოსტიკისა და სოკოს საწინააღმდეგო ინტენსიური თერაპიის შემთხვევაში, პროგნოზი ყოველთვის საიმედოა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი