ავტორი:

რა ვითარებაა ახალსოფლის ტყეში, სადაც მეორე დღეა ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს

რა ვითარებაა ახალსოფლის ტყეში, სადაც მეორე დღეა ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ხანძრის ძირითადი კერების დამუშავება მოხდა, - ამის შესახებ კახეთის სატყეო სამსახურში განაცხადეს. უფროსი მეტყევის იოსებ ტურაშვილის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურთან ერთად ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში სატყეო სამსახურიც ჩართულია და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობა.

„ამ ეტაპზე სამაშველო სამსახურთან ერთად მიმდინარეობს ხანძრის ძირითადი კერების ქრობის პროცესები. შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს დანარჩენი კერების დამუშავება. ვფიქრობ, დღის ბოლომდე მოხდება სრულად ლოკალიზება", - განაცხადა კახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა მეტყევემ იოსებ ტურაშვილმა.

შეგახსენებთ, სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს 23 აგვისტოს გაუჩნდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი