ავტორი:

აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენ - ვინ არიან "კანდიდატები" და რა შანსები აქვთ პუტინის ფავორიტ ხაჯიმბასთან

აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენ - ვინ არიან "კანდიდატები" და რა შანსები აქვთ პუტინის ფავორიტ ხაჯიმბასთან

აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. აფხაზური მედიის ცნიბით, მოსკოვის დროით დილის 8 საათიდან აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის გალის რაიონში, სულ 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა. თუმცა, გალელების დიდი ნაწილი "მოუწესრიგებელი საბუთების" გამო, ხმას ვერ მისცემს... არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 აგვისტოს, ერთ-ერთ ე.წ. კანდიდატის ოლეგ არშბას შტაბს, გუდაუთის რაიონის სოფელ მუძირხუაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. Абхазия-Инфором–ის ცნობით, არშბას მომხრეები აცხდებენ, რომ ეს შეტევა მის დაშინებას და არჩევნებიდან გამოთიშვის მცდელობას ემსახურება. "თუმცა მცდელობებს აზრი არ აქვს, ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას" - ნათქვამია "საარჩევნო შტაბის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში ოფიციალურად 9 კანდიდატია წარმოდგენილი, მათ შორის მოქმედი "პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა, რომელიც ვლადიმირ პუტინის ფავორიტად რჩება და შესაბამისად, გამარჯვების რეალური კანდიდატია... რამდენიმე ხნის წინ ის აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის "წარმომადგენელს" ვლადისლავ სურკოვსაც შეხვდა და ამით აფხაზეთის მოსახლეობას დაანახა, რომ კვლავაც რუსეთის უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს.

ხაჯიმბას ერთადერთი რეალური ოპონენტი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ასლან ბჟანია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სოხუმის ერთ-ერთ კაფეში დაცვის წევრებთან ერთად მოწამლეს, რის შედეგადაც, ის ჯერ კომაში ჩავარდა, შემდეგ კი მეტყველების უნარი დაკარგა. ბჟანია მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს და დღემდე იქ რჩება.

ექიმების თქმით, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ის სექტემბერში შეძლებს წამოდგომას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქტიურ და სრულფასოვან ცხოვრებას შეუდგება.

მის გარდა, ამჟამად გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერად ოპოზიციის წევრი და "პარლამენტის" დეპუტატი დიმიტრი დბარი რჩება, რომელსაც 35 წელი ახლახან შეუსრულდა. ის აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის, იგივე "რკინის ალიკას" სიძეა, თუმცა ანქვაბი, რატომღაც მასზე არც კარგს ამბობს და არც ცუდს. საერთოდ, რეგიონში ანქვაბი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსისა და სტრატეგის სახელით სარგელობს.

აფხაზური მედიის ცნობით, ბოლო ხანებში რეგიონში არჩევნების ვადის გადასაწევად დაწყებული აქციები, რომელიც ვითომ ბჟანიას მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნის იმედით იყო მიტივირებული, სინამდვილეში დბარისთვის ე.წ. საპრეზიდენტო ასაკის შესრულებას ემსახურებოდა.

კიდევ ერთი რეალური კანდიდატი ასტამურ ოტირბა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბიზნესწარსულით არის ცნობილი, ის ერთ-ერთი კომპანიის მმართველი იყო, რომელიც აფხაზურ ჩაის აწარმოებდა, თუმცა მალევე გაუქმდა. ამის შემდეგ ოტირბა პოლიტიკაში წავიდა...

რამდენიმე დღის წინ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კიდევ ერთმა ე.წ. კანდიდატმა ალმას ჯაპუამ გამოთქვა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეეებისთვის, კონტრეტულად რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის თემას მუდმივად აპროტესტებს და ადგილობრივი მოსახლეობის გულის მოგება "ენგურჰესის" თემით სცადა.

მისი განცხადებით, Черноморэнерго–ს ხელმძღვანელობა გაკრვეულ გარიგებაში შედის ქართულ მხარესთან, რადგან ეს კომპანია იძლევა საუშალებას რეგიონის მოსახლეობას დენის პრობლმა არ ჰქონდეს და ის უფასოდ მიწეოდებოდეს.

abkhaz-auto.ru–ს ცნობით, მის განცხადებას Черноморэнерго–ის გენერალური დირექტორი ასლან ბასარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯოპუა ამ თემით სპეკულირებს და "ის, რაც აფხაზეთის ტერიტორიაა მხოლოდ აფხაზ ხალხს და აფხაზეთის სახელმიწფოს ეკუთვნის..."

"საპრეზიდენტო არჩევნებში" ასევე მონაწილოებენ როგორც მოქმედი, ასევე, სხვადასხვა ხელისუფლების დროინდელი აფხაზი ჩინოვნოკები, მაგალითად, ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი შამილ არძინბა, ვლადისლავ არძინბას დროინდელი შს "მინისტრი" ლეონიდ ძიაპშბა... ასევე, სოხუმის მოქმედი მერი ადგურ ხარაზია, რომელსაც სჯერა, რომ "დიდ პოლიტიკაში" გაიკვლევს გზას. ასევე ასტამურ კაკალია და ე.წ. კონტროლი პალატის ხელმძღვანელი რობერტ არშბა.

რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ "აფხაზეთში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება...". აფხაზეთში დღევანდელ არჩევნებს რუსეთის დუმის წარმომადგენლები დამკვირვებლების რანგში ესწრებიან.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი დღევანდელ არჩევნებს ცინიკურად აფასებს. მათივე თქმით, ხაჯიმბა არის და იქნება, რადგან მის უკან "რუსეთი და დემოკრატი პუტინი დგას...".

საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი