ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში მეორე ტური გაიმართება - როგორია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები

ოკუპირებულ აფხაზეთში მეორე ტური გაიმართება - როგორია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები

ოკუპირებულ აფზახეთის რეგიონში გუშინ გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხმების 26,6%-ით ლიდერობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ე.წ. აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ ინფორმაციით, 154 საარჩევნო უბნიდან შედეგები დათვლილია 150 უბანზე და მიღებული მონაცემების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმათა 26,6%-ი მიიღო, „კანდიდატმა“ ალხას კვიწინიამ - 24,6%, ხოლო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ოლეგ არშბამ 24,9%.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ხაჯიმბა და არშბა დაუპირისპირდებიან.

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ე.წ. არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ფაქტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებად შეაფასა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში გერმანიიდან ორი პირი იმყოფება, თუმცა, მათ ლეგიტიმაცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნის თაობაზე არ აქვთ.

როგორც კონსტანტინიდმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დროის მონაცემებით, საგარეო უწყებისთვის ცნობილია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებიან ბერლინის ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატი გუნარ ლინდემანი და ბუნდესტაგის წევრი შტეფან კოიზერი. კონსტანტინიდის ინფორმაციით, „ორივე პირი ულტრა-მემარჯვენე ორიენტაციის პარტიიდან არის.

კონსტანტინიდი ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება ვენაში სუვოროვის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომელი პატრიკ პოპელი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი