ავტორი:

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ. ბ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ.ბ.-მ, თბილისში, დანით დაჭრა საკუთარი ძაღლი და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამ დროისთვის ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით.

ქუთაისში 30 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა გარდაცვლილის მეგობარი ქალი დააკავეს

გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს - არსებული ინფორმაციით, დაკავება "პარაგრაფში" "საქმის გარჩევას“ მოჰყვა

დაჭრილი პირი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ყოფილი პოლიციელი იყო