ავტორი:

როგორია მომავალი ერთი თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

როგორია მომავალი ერთი თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სექტემბრის მოკლე ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:

"23 აგვისტოდან მზე ქალწულის ზოდიაქოშია. ის აქ ზუსტად 1 თვე - 23 სექტემბრამდე დარჩება, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ზაფხული დამთავრდა და შემოდგომა დაიწყო, უფრო სწორედ ორკვირიანი გარდამავალი "ხავერდის სეზონი" წელიწადის ამ ორ დროს შორის, დღეები იწყებენ დამოკლებას და ღამეები სულ უფრო გრძელი ხდება... დამთავრდა ლომის მმართველობა, გართობის დღეები. მზე ქალწულის ნიშანში უფრო მოწესრიგებული ცხოვრებისაკენ გვიბიძგებს, მეტი გარჯა, მეტრი განსჯა, დაფიქრებულობა და პასუხისმგებლობები - აი, რა უყვარს ქალწულს. მიხედეთ ჯანმრთელობას, გააკონტროლეთ წინასწარ, ნუ დაელოდებით, ვიდრე რამე წამოგტკივდებოდეთ. თადარიგი დაიჭირეთ ყველაფერში.

კარგი დროა ახალი სამსახურის ან ახალი პროექტის დასაწყებად, გამოიყენეთ, თუ ასეთი შანსები მოგეცემათ

ენერგიის მატებას იგრძნობენ მიწისა და წყლის ნიშნების წარმომადგენლები. ჰაერი და ცეცხლის სტიქია ამ ერთი თვის მანძილზე ძალებს უნდა გაუფრთხილდეს.

ამ ხნის განმავლობაში ვერძისგან მზე მე-6 ნიშანშია. რაც იმას ნიშნავს, რომ სამსახურის და ჯანმრთელობის საკითხები ექნება წინა პლანზე.

კუროსთვის შემოქმედების, შვილების, სასიყვარულო თემატიკა გააქტიურდება, რადგან მზე კუროდან მე-5 ნიშანს გადის.

ტყუპისთვის მე-4 ნიშანში გადასული მზე საოჯახო საკითხების მოგვარებას, და შესაძლოა ზოგი წარმომადგენლისთვის ჭერის ცვლილებასაც გამოიწვევს.

კირჩხიბის ნიშნიდან მზე ახლა მესმე ნიშანს გადის, ამიტომ მათთვის მოკლე მანძილზე გადაადგილება, საჭირო ინფორმაციის მიღება, ახალი კონტაქტების გაბმა იქნება აქტუალური.

ლომს ფინანსური საკითხების გადაჭრა მოუწევს, ვის დადებითად, და ვის უარყოფით ჭრილში - ამას პირადი რუკა აჩვენებს.

ქალწულებისთვის ინიციატივების გამოჩენის პერიოდი დგება, ხოლო სასწორებს საიდუმლო, დაფარულ ამბებთან მოუწევთ შეხება.

მორიელებს ქალწულამდე 11 ნიშანი აშორებთ - ესე იგი მათ მეგობრობის, პირადი თავისუფლებისა და ახალი პროექტების აქტივაციიის დრო უდგათ.

მშვილდოსნისთვის კარიერული ნაბიჯების გადადმის დროა, თხის რქებს კი შემეცნების გაფართოვება მოუწევთ, ეს შესაძლოა განათლების მიღების ან უცხოეთში გამგზავრების შესაძლებლობებითაც გამოიხატოს.

მერწყულიდან მზე მე-8 სახლშია. ფრთხილად მერწყულებო - ტრანსფორმაციის და გარდასახვის დროა, მოუფრთხილდით ბიუჯეტს, ანაბრებს, სწორად ხარჯეთ თანხები.

თევზებისგან მზეს 7 ნიშანი აშორებს, ამიტომ მათთვის პარტნიორული საკითხების გადაწყვეტა იქნება დღის წესრიგში. ნაწილ თევზებს კონკურენციულ სიტუაციაში მოუწევთ ერთი თვის მანძილზე ცხოვრება.

გარდა ამისა,

21 აგვისტოდან ვენერა ქალწულის ზოდიაქოში გადავიდა, ეს ვენერას დაცემის აგილია. მგზნებარე გრძნობების გამოვლინება აქ აღარ ჭრის, პირიქით - პრაგმატული და დამიწებული ვენერა ასეთ რაღაცებს ეჭვის თვალით უყურებს ისედაც, ვნებები ამ პერიოდში სულ უფრო იკლებს და დაცხრომაზე მიდის. ემოცებიც მათ მიყვებიან... მოთმინება მოიკრიბეთ - ამ პერიოდს ვენერა სასწორი მოჰყვება და იქ ყველაფერი დალაგდება. როდის იქნება ეს? 14 სექტემბერს.

სამაგიეროდ ფინანსურ გარიგებებში უფრო წინდახედულები გავხდებით.

ვის გაუღიმებს ბედი? - მიწის ნიშნებს პირველ რიგში და ვენერა მიწის ნიშნებს; ასევე - თევზებს, კირჩხიბებს და მორიელებსაც. დანარჩენებმა ცოტა ხნით "დააპაუზეთო" - ვენერიკომ შემოგითვალათ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ