ავტორი:

"მეტირება სიხარულით..." - პოლიციამ 10-დღიანი ძებნის შემდეგ გურჯაანში გაუჩინარებული მამაკაცი იპოვა

"მეტირება სიხარულით..." - პოლიციამ 10-დღიანი ძებნის შემდეგ გურჯაანში გაუჩინარებული მამაკაცი იპოვა

10-დღიანი ძებნის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მცხოვრები მამაკაცი პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

34 წლის ვანო მახარაშვილს, სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ფერმაში მიაკვლიეს.

"პოლიციამ მოიყვანა. არ ვიცით რა ვთქვათ, მეტირება სიხარულით. იმდენი ჭორი ვრცელდებოდა, მაგრამ პოლიციელები დღე და ღამეს ასწორებდნენ, რომ ეპოვათ. მადლობა პოლიციას და მადლობა ღმერთს. ცოცხალი და უვნებელია. ძალიან გახარებულები ვართ", - განუცხადა მისმა ბიძამ, სოსო მახარაშვილმა AMBEBI.GE-ს.

შეგახსენებთ, 34 წლის ვანო მახარაშვილის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც გაწყვიტეს, თუმცა ცხედარი და სხვა რაიმე ფაქტი ვერ იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ