ავტორი:

"ადრე პრესტიჟული სახლები ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა, ახლა ტენდენცია შეიცვალა" - სად მდებარეობს ძვირადღირებული ბინები და ვინ ყიდულობენ მას

"ადრე პრესტიჟული სახლები ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა, ახლა ტენდენცია შეიცვალა" - სად მდებარეობს ძვირადღირებული ბინები და ვინ ყიდულობენ მას

საცხოვრებელი ბინა მის მფლობელზე მართლაც ბევრ რამეს გვიყვება. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ნამდვილად არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ფეშენებელურ ვილაში იცხოვროს, თუმცა, ასეთი ვილები და სახლები ჩვენთან ყოველთვის შენდებოდა და ახლაც შენდება. თუ საქმე.ჯი-ს (ss.ge) ვებგვერდზე შეხვალთ, მილიონიანი და უფრო ძვირად ღირებული სახლების პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

ნახავთ 3-სართულიან სახლს, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობს - მას საკუთარი ავტოფარეხი, სარდაფი, ლამაზი აივანი აქვს და "სულ ცოტა", 5.480.550 ლარი ღირს. აქვე იპოვით მილიონ დოლარად შეფასებულ ბინას, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. ბინა მაღალჭერიანია, ორი სველი წერტილით, აივნითა და მოქმედი ბუხრით. იყიდება კერძო სახლი 3 240.000 დოლარად დიღომში. სახლს საცურაო აუზი, ევრორემონტი, თანამედროვე ავეჯი და ძვირფასი ტექნიკა ამშვენებს. დიღომში იყიდება 4 მილიონ დოლარად შეფასებული, კეთილმოწყობილი სახლი, ხოლო ვაკეში მდებარე კერძო სახლი 4,5 მილიონ ლარად არის შეფასებული. მთაწმინდაზე მდებარე კომფორტული, ფეშენებელური სახლი კი - 3 მილიონ დოლარზე მეტი ღირს...

როგორ განისაზღვრება ამ სახლების ფასი ან ვინ ყიდულობს მათ, ამ საკითხზე საქმე.ჯი-ს დირექტორი ნიკა ჯაფარიძე ჟურნალ "გზასთან" საუბრობს:

- ბატონო ნიკა, როგორ განისაზღვრება ძვირად ღირებული ბინების ფასი?

- როგორც ყოველთვის, გასაყიდი ბინის ღირებულება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: მთავარია მისი ფართობი - რამდენი კვადრატული მეტრია სახლი და ეზო. ასევე სერიოზული ფაქტორია იმ უბნის პრესტიჟულობა, სადაც ბინა მდებარეობს და ხარისხი - როგორი რემონტი აქვს და რა დონის კომფორტს სთავაზობს პოტენციურ მყიდველს. სხვათა შორის, ბოლო ხანებში ერთი რამ შეიმჩნევა: თუ ადრე ძალიან ძვირი და პრესტიჟული სახლები ძირითადად ცენტრალურ უბნებში იყიდებოდა, ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა. ალბათ, იმის გამო, რომ დედაქალაქის ცენტრში კერძო სახლები იშვიათად შენდება, ძალიან გაძვირდა გარეუბნებში აშენებული სახლები.

- ყველაზე ძვირად ღირებული ბინები სად მდებარეობს?

- საკმაოდ ძვირი ღირს უძრავი ქონება წყნეთში, დიღომში, საგურამოში, სადაც ძალიან ბევრი სახლი ღირდა მილიონ დოლარზე მეტი. უკვე გითხარით, რომ ძალიან გაძვირდა თბილისის ახლოს მდებარე აგარაკებიც. როდესაც სახლი ფეშენებელურია და ეზოც დიდი აქვს, ცხადია, ის ძვირი ეღირება. შეიძლება ბინა ვაკეში იყოს, მაგრამ გარეუბანში გასაყიდი სახლი უფრო ძვირი ღირდეს. დღეს მთავარი მოთხოვნა კომფორტი და სუფთა ჰაერია, ამიტომ ბევრს ურჩევნია კერძო სახლი აიშენოს თბილისთან ახლოს და სამსახურში გარეუბნიდან იაროს. მით უმეტეს, რომ გარეუბანში უფრო დიდი სახლის აშენება შეიძლება.

- გადავხედე და თქვენს ვებგვერდზე ზოგი ბინა ეროვნული ვალუტითაა შეფასებული, ზოგიერთი კი - დოლარით. შეფასება რის მიხედვით ხდება?

- ეს ბინის მფლობელზეა დამოკიდებული: როგორც ურჩევნია, თავის ქონებას ყველა ისე აფასებს.

- მილიონ დოლარად და უფრო ძვირად როგორ ბინებს ყიდიან?

- ძვირად ღირებული ბინა ან პენტჰაუსია, ან ძალიან დიდი ფართობი აქვს. ზოგიერთ ბინას 400 კვადრატული მეტრი და უფრო დიდი ფართობი აქვს, ზოგიც - ორ-სამ სართულზეა განთავსებული. რაც შეეხება კერძო სახლებს, როდესაც ასეთი სახლი თბილისთან ახლოს მდებარეობს, ბუნებაც იქვეა და სახლშიც სრულყოფილი კომფორტია, ის არანაკლებ ძვირი ღირს, ვიდრე ბინა დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში. სხვათა შორის, სიძვირის განმსაზღვრელი აუცილებელი პირობა მაღალი დონის რემონტია....წაიკითხეთ სრულად

მოგებული ჯეკპოტი 1 015 291 ლარი მარინა კობახიძეს უკვე გადაეცა

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 27 წლის ექთნის საკითხის შესასწავლად საქართველოში "ასტრაზენეკას" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

"იქნება ქვათა ცვენა... მოძრაობაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს" - სპეციალისტების მონიტორინგის პირველადი შედეგი ხვალ გახდება ცნობილი