ავტორი:

ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ - პატრიარქი

ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ - პატრიარქი

ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სიონის ტაძარში, ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოს მძიმე ჯვარი აქვს სატარებელი.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - მარიამობას. ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ გვაკლია რამე? ალბათ, ორივე. გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო ღვთისმშობლისა. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ, რა და როგორ უნდა ვაკეთოთ. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან.

საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი გოლგოთაზე უნდა ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის“,- ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა, ქადაგებისას ერის ერთად დგომის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ მოგმართავთ - ყველა ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, „მამული, ენა, სარწმუნოება“. ჩვენ დავუმატეთ მას „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ჩვენ ამისი გრძნობით, ამის შეგნებით, რომ პირველია ღმერთი, მეორე სამშობლო და მესამე ადამიანი. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. შეიგნო ქართველმა ადამიანმა, რომ დაკისრებული მძიმე ჯვარი ქართველმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ის, რომ გოლგოთის მთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის ტარება, გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა. როცა მოხდა ამაღლება, უფლის მოციქულები, როცა შეიკრიბებოდნენ ერთად და სერობას ატარებდნენ, ტოვებდნენ ერთ ცარიელ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ იმ ცარიელ ადგილზე ბრძანდებოდა უფალი იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, მოციქულები ტოვებდენ ორ ადგილს და დარწმუნებული იყვნენ, რომ ერთზე მაცხოვარი და მეორეზე ღვთისმშობელი დედა ბრძანდებოდა. გიხაროდეთ, ღმერთი ჩვენთანაა“,- ბრძანა პატრიარქმა.

ცნობისთვის, ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელ მარიამს ადიდებენ. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი